Aa
Aa

Wrangler-ი Touareg-ის წინააღმდეგ: რომელი გადაქაჩავს?

რომელი ავტომობილი უფრო სწრაფია, ამას „დრეგით“ წყვეტენ, თუმცა, როცა საქმე 4x4 ავტომობილებს ეხება, დავა საბუქსირე ომამდე მიდის.

ბევრი ავტომობილის მფლობელი დავას „დრეგით“ წყვეტს.

თუმცა, როცა საქმე ყველგანმავლებს ეხება, იქ დავა სხვა ხერხით წყდება.

Jeep-მა და Volkswagen-მა გამარჯვებულის გამოვლენა საბუქსირე ომით გადაწყვიტეს.

Wrangler-ი და Toureg-ი ერთმანეთის პირისპირ.

ძნელია წინასწარ განსაზღვრა, რომელი გაიმარჯვებს.

ერთი მხრივ, ეს ხომ ლეგენდარული Wrangler-ია.

მეორე მხრივ, Volkswagen Toureg-ს 5.0-ლიტრიანი V10 ტურბო დიზელის ძრავა აქვს.

ავტომობილების დაძვრისთანავე აშკარა ხდება, ვის დარჩება გამარჯვება.

Wrangler-ის უკანა თვლები ტრიალებს, მაგრამ ვერ ეჭიდება. Toureg-ი კი მის გადაქაჩვას ძალისხმევის გარეშე ახერხებს.

უპირატესობის საჩვენებლად, VW-ს მძღოლმა ეს არ იკმარა და Jeep-ი პარკინგიდან გაიყვანა.

გამარჯვება Volkswagen Toureg-ს დარჩა.

ალბათ, ამ ვიდეოს გადაღებისას არ ელოდნენ, რომ Toureg-ი Wrangler-ს ამდენად დაჯაბნიდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები