Aa Aa
12 სექტემბერი 2023  |  11:53

უძლებს თუ არა Lamborghini Huracan Sterrato ტრამპლინზე გადახტომას?

Lamborghini ვერასდროს იფიქრებდა, რომ ვიღაც Sterrato-ს ასე გაიმეტებდა.

Lamborghini Sterrato სამყაროს მოევლინა როგორც „ოფ-როუდ“ სუპერავტომობილი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მანქანა ნამდვილი უგზოობისთვის არის განკუთვნილი. მიუხედავად ამისა, „იუთუბერმა“ მარკ მაქქენმა, რომელმაც ახლახან თავისი კუთვნილი Sterrato მიიღო, გადაწყვიტა ეს ყოველივე რეალურად გამოცადოს.

როდესაც ეს ავტომობილი გამოვიდა, ალბათ ერთხელ მაინც გაიფიქრეთ, რომ მას ყველა მაინც ლარივით სწორ ასფალტზე მართავდა. Sterrato სტანდარტულ Huracan-თან შედარებით მხოლოდ 4.4 სმ-ით მაღალია. თუმცა, მაქქენი ასე არ მოიქცა. როდესაც ის პირველად ავტომობილში ჩაჯდა, მაშინვე გრუნტის გზას დაადგა. მას შემდეგ კი, რაც მიხვდა, რომ Sterrato ასეთ გზაზე ჩვეულებრივად გადაადგილდებოდა, თავში გენიალურმა იდეამ გაუელვა. შეძლებს თუ არა „სუპერ-ოფროუდერი“ ტრამპლინზე გადახტომას? 

თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ Lamborghini-ის გამომცდელ პილოტებს Sterrato-ზე ასეთი ექსპერიმენტი არ ჩაუტარებიათ. მაქქენმა კი ამის გამოცდა პირდაპირ დიდ ტრამპლინზე გადაწყვიტა.

„იუთუბერმა“ ამ ნომრისთვის ყველაფერი თავად მოამზადა. მან სიჩქარეც თავად განსაზღვრა. Sterrato ჰაერში 1.2 მეტრზე აიჭრა. მიწაზე კი წინა ბამპერით დაჯდა.

ყველასთვის გასაოცრად, მანქანამ ეს დაბრკოლება ყოველგვარი მექანიკური დაზიანების გარეშე გადალახა. ალბათ იფიქრებდით, რომ პრობლემა დაკიდების სისტემის კომპონენტებს შეექმნებოდა. თუმცა, Sterrato-მ ამ ყველაფერს გაუძლო!

ელოდებოდით ასეთ შედეგს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: