Aa Aa
25 ოქტომბერი 2023  |  16:32

კრიზისში დაბადებული Porsche GT2

მიუხედავად „პორშეს“ დიადი ისტორიისა, 90-იანებში კომპანიას საკმაოდ რთული პერიოდი ჰქონდა და საქმე გადარჩენამდე მივიდა. ცუდი გაყიდვების ფონზე Porsche-მ ისეთი მოდელის გამოშვება გადაწყვიტა, რომლის გენებიც პირდაპირ ავტოსპორტიდან იღებდა სათავეს. ეს გადაწყვეტილება ძალიან სარისკო იყო, მაგრამ 2023 წელს ავტომოყვარულები მივხდით, რომ ამ მწარმოებლის მიერ საქმის მიმართ ერთგულებამ დაუვიწყარი ავტომობილი გვაჩუქა. მისი სახელი Porsche 993 GT2-ია და იგი დღემდე ყველაზე ველურ „პორშედ“ ითვლება.

Sällsynt Porsche 993 GT2 till salu | Teknikens Värld

ამ ავტომობილის იდეა სარბოლო ტექნიკის ყოველდღიურობაში გადმოტანა იყო. ავტოსპორტის სხვადასხვა დისციპლინებში GT2 უდიდესი წარმატებით ასპარეზობდა. ჩვეულებრივი 911 Turbo-სგან განსხვავებით 200 კილოგრამით მსუბუქი იყო. მისი 6-ცილინდრიანი აგრეგატი კვლავ ჰაერით გრილდებოდა და მას ორი ტურბოდაბერვის სისტემა ჰქონდა დამონტაჟებული. ეს ყველაფერი 430 ცხენისძალას გამოიმუშავებდა და 0-დან 100-მდე 4 წამში ჩქარდებოდა. ავტომობილი 911 Turbo-სგან განსხვავებით მხოლოდ უკანა წამყვანი იყო და არანაირი დამხმარე ელექტრონული სისტემა არ გააჩნდა. მისი მართვა ველური ცხენის მოთვინიერებას ჰგავდა, თუმცა ძალიან დასამახსოვრებელი იყო.

Porsche 911 GT2 Clubsport (993) (1995 - 1996)

GT2-ის მართვა უკეთესი უნდა გამხდარიყო, თუმცა კრიზისიდან გამომდინარე კომპანიამ დიფერენციალის და გადაცემათა კოლოფის შეცვლაზე უარი თქვა. ინჟინრებმა მხოლოდ უკანა საბურავების ზომა გაზარდეს.

993 GT2 | Porsche 993 GT2 Race Car Facebook Page Youtube Cha… | Flickr

ზემოთ ვახსენეთ, რომ მისი ძრავა ჰაერით გრილდებოდა, როგორც მისი ყველა წინამორბედი. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ამ ავტომობილის მრავალფეროვან ისტორიას, ისიც ემატება, რომ ეს მოდელი ბოლო ჰაერით გაგრილებადი Porsche იყო ამ კომპანიის ისტორიაში. ამ ფაქტმა მისი დღევანდელი ღირებულება საგრძნობლად გაზარდა. ძალიან რთულია სადმე კარგ მდგომარეობაში მყოფი Porsche GT2 ნახოთ და თუ მაინც მოახერხებთ, მისი ფასი შეიძლება 7-ნიშნა ციფრსაც კი შეადგენდეს.

გაზიარება: