აშშ, საწვავის კრიზისი, ზეთი, დეფიციტი, ჰორმუზის სრუტე, ძრავის ზეთი, ზეთის ფასი
Aa
Aa

სანავთობო კრიზისი ძრავის ზეთების დეფიციტს იწვევს | საპოხი მასალები თანდათან ძვირდება

მსოფლიო ბაზარზე ფასების საერთო ზრდის ფონზე, ცნობილმა ამერიკულმა სავაჭრო გიგანტმა Costco-მ, რომელიც ყოველთვის დაბალი ფასებითა და ხელსაყრელი პირობებით გამოირჩეოდა, საკუთარი წარმოების ძრავის ზეთზე მკაცრი შეზღუდვები დააწესა.

თუ ადრე დაახლოებით 9.5 ლიტრი Kirkland Signature-ის სრულად სინთეტიკური ზეთი 30 დოლარი ღირდა, ახლა მისი ფასი 58 დოლარამდე გაიზარდა. ამასთან ერთად, მაღაზიამ დააწესა ლიმიტი: მაქსიმუმ 2 შეფუთვა თითო მომხმარებელზე კვირაში.

რატომ შეიქმნა დეფიციტი?

ერთ-ერთი მიზეზი ჰორმუზის კრიზისია — გლობალური მარაგები შემცირებულია. ვინაიდან ძრავის ზეთი ნავთობის იმავე გადამუშავების ციკლიდან მიიღება, საიდანაც ბენზინი და დიზელი, გადამამუშავებელი ქარხნებისთვის ამ ეტაპზე უფრო მომგებიანია ნედლეულის საწვავად ქცევა, ვიდრე საპოხი მასალების წარმოება.

თანამედროვე მცირემოცულობიანი, თუმცა მძლავრი ტურბოძრავები ზეთისგან გაცილებით მაღალ ხარისხს მოითხოვს. მაგალითად, General Motors-ის Dexos ლიცენზია, რომელიც Costco-ს ზეთებსაც აქვს, მწარმოებლებისგან დამატებით მოსაკრებლებსა და მკაცრ სერტიფიცირებას მოითხოვს, რაც პროდუქტის თვითღირებულებას კიდევ უფრო ზრდის.

გაძვირდა სხვა პოპულარული ბრენდებიც. მაგალითად, დაახლოებით 5.7 ლიტრი Mobil 1-ის ფასმა $44-ს მიაღწია, ხოლო მისი ყიდვის ლიმიტი თითო მომხმარებელზე 5 შეფუთვით განისაზღვრა. მსოფლიო საავტომობილო ბაზარზე საპოხი მასალების დეფიციტი და გაძვირება უკვე თვალსაჩინო ხდება, რაც ავტომფლობელებისთვის მორიგი მატერიალური გამოწვევაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები