ავარია, მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

მერაბ დვალიშვილი საშიშ ავარიაში მოყვა

ავარიაში სულ 5 ავტომობილი დაიმტვრა.

ნიუ იორკში UFC-ის ქართველი მებრძოლი Uber-ით მგზავრობისას მძიმე ავარიაში მოყვა. მიუხედავად იმისა, რომ (და საბედნიეროდ) მერაბი ავარიას უვნებლად გადაურჩა დვალიშვილი ამ მძიმე გამოცდილებამ შოკში ჩააგდო. 33 წლის მებრძოლს არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა. მერაბმა თავისი მდგომარეობის შესახებ Instragram-ის გვერდზე ვიდეოც გამოაქვეყნა.

ვიდეო ავტომობილის ინტერიერის კადრით იწყება, სადაც უსაფრთხოების გახსნილი ბალიშები ჩანს. გულშემატკივრების დასაწყნარებლად ამ კადრებს მერაბმა დიდი წარწერა გაუკეთა „Everything is good. Everyone is safe” (ყველაფერი კარგადაა. ყველა გადარჩა). 

დვალიშვილი ამბობს, რომ მათ მანქანას ვიღაც უკნიდან დაეჯახა, რის შემდეგაც ავტომობილი მნიშვნელოვნად დაზიანდა. კადრებშიც ჩანს, რომ Tesla-ს ერთი გვერდი გაცლილი აქვს. ქართველი მებრძოლი გადარჩა, რომ ერთი ნაკაწრიც არ აქვს.

„ნიუ იორკში ვარ ერთი დღით ჩამოსული და სერიოზულ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოვყევი. Uber-ში ვიჯექი, როცა რამდენიმე მანქანა დაგვეჯახა. მადლობა ღმერთს, რომ კარგად ვარ.“

გეტყვით იმასაც, რომ ამ ავარიის შედეგად სულ 5 ავტომობილი დაიმტვრა.

მსგავსი სიახლეები