Aa Aa
14 ივლისი 2024  |  18:35

ახალი Toyota Prius-ი სარბოლო მანქანასავით გამოიყურება

Toyota-მ ახალი Prius-ი, რომელიც ნახშირბადნეიტრალურ საწვავზე მუშაობს, სარბოლო ტრასაზე უკვე გამოცადა.

Toyota-მ ახალი Prius-ი არც მეტი არც ნაკლები სარბოლო მანქანად აქცია. ივნისში, საცდელი, სპორტული GRMN-ვერსიის გამოშვების შემდეგ, კომპანიამ ამჯერად, სრული პროექტის წარდგენა გადაწყვიტა და ახალი Prius-ის სახით, ნამდვილი სარბოლო მანქანაც შექმნა. Toyota-მ ავტომობილი ტაილანდში, 10-საათიან გამძლეობის რბოლაში უკვე გამოცადა.

ექსტერიერით ეს Prius-ი რეგულარულ სარბოლო მანქანას ჰყავს. ავტომობილს „ტრადიციუილი“ Prius-სგან განსხვავებით, აეროდინამიკის გასაუმჯობესებლად ბევრად დიდი ზომის წინა სპლიტერი და მაღალი უკანა ფრთა აქვს და უკეთესი წარმადობისთვის, 10-ქიმიან დისკებზე დგას. შედარებით დაბალი კლირენსი კი, მძღოლისთვის მანქანის მართვას კიდევ უფრო ამარტივებს.

მანქანის ძრავის შესახებ Toyota-ს ინფორმაცია თითქმის არ გაუსაჯაროებია. რაც ვიცით ისაა, რომ Prius-ის განახლებული ძრავა ნახშირბადნეიტრალურ საწვავზე მუშაობს და იმაზე უფრო მეტ ძალას გამოიმუშავებს, ვიდრე სხვა საგზაო მანქანები. გავრცელებული ცნობებით, Prius-ის სარბოლო მანქანაში გაუმჯობესებულია გაგრილების სისტემა და გაზრდილია ბატარეის მოცულობაც.

რაც შეეხება ტაილანდის გამძლეობის რბოლას, ახალმა Prius-მა 63 დამწყებს შორის მე-11 ადგილი დაიკავა. ამ ეტაპზე უცნობია კვლავ ვიხილავთ თუ არა Prius-ს მსგავს შეჯიბრებებში თუ ეს Toyota-სგან მხოლოდ ძალების ერთჯერადი დემონსტრაცია გახლდათ.

წლების განმავლობაში Prius-ი იაპონიის Super GT სერიებში არაერთხელ გამოჩნდა. თუმცა, ამ მანქანებს თითქმის არანაირი კავშირი არ ჰქონდათ Prius-ის იმ მოდელებთან, რომელთაც ტრასებზე ყოველდღიურად ვხედავთ. Super GT სერიებში მონაწილე ავტომობილები 3.4-ლიტრიანი და 5.4-ლიტრიანი V8 ძრავებს და ჰქონდათ სხვადასხვა ჰიბრიდული სისტემებით იყო აღჭურვილი.

 

გაზიარება: