ამ ჩინურ SUV-ის პისტოლეტის მსგავსი კარის სახელური აქვს
1 000-ცხენისძალიანი Dongfeng M-Hero 917-ს პისტოლეტით შთაგონებული კარის სახელური აქვს.
ალბათ, არც ერთი ქვეყნის მოსახლეობას არ უყვარს იარაღი ისე, როგორ ამერიკელებს. მეტიც, ამერიკაში ხალხზე მეტი იარაღია. ეს ის ქვეყანაა, საიდანაც პისტოლეტის ფორმის სანთებელას იდეა მოდის. ასევე, შტატებში იარაღის გასროლის ხმა ჩვეულებრივი მოვლენაა. ასეთ ქვეყანას კი ჩინურმა ავტომწარმოებელმა იდეალური მანქანა შესთავაზა. ეს 1 000-ცხენისძალიანი SUV-ია, რომლის კარის სახელურიც Colt M1911-ს ჰგავს!
ამ საკულტო იარაღის ფორმის კარის სახელურები Dongfeng M-Hero 917-ის მოდელში გვხვდება. ეს კომპანია მაღალი გამავლობის მქონე ავტომობილებს უშვებს. ახლახან კი მაღალტექნოლოგიური ელექტრომობილებს წარმოებაც დაიწყეს. M-Hero 917 თამამად შეგვიძლია Hummer EV-ის კონკურენტად მოვიაზროთ. 


მას შემდეგ, რაც ამ ავტომობილის ექსტერიერს ნახავთ მისი Colt M1911-ით შთაგონებული კარი არ გაგიკვირდებათ. სხვათა შორის, ეს იარაღი მოხმარებაში უკვე საუკუნეზეა მეტია. მეტიც, ის დღესაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანია იარაღის მფლობელებში.
საინტერესო ისაა, რომ ჩინეთმა ამერიკას მსგავსი სტილის დიზაინის დანერგვა დაასწრო. ჩინეთს M1911-თან საერთოდ არ აქვს ისეთი კავშირი, როგორც ამერიკას. ამ ავტომობილს ბევრი ისეთი დეტალი გააჩნია, რაც სამხედრო ავტომობილს მოგაგონებთ. სალონში უცხო სტილის, ღილაკები და სატერფულებიც გვაქვს. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ჩინელებმა ამ ხუმრობაში და ხარხარში ბევრი საინტერესო მანქანა შექმნეს. ჩვენი დღევანდელი გმირიც ნათელი მაგალითია იმისა, რომ ჩინეთში „გადმოკოპირების“ ტენდენცია „ფიქრით“ ჩაანაცვლეს.
რას ფიქრობთ ჩინურ ავტოწარმოებაზე? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.