მამაკაცს, რომელიც ცოლთან კამათისას მანქანიდან გადახტა, 20 წელი მიესაჯა
ჯორჯიის შტატის პროკურორების ცნობით, მამაკაცი მძღოლი, ცოლთან კამათის დროს, საშტატო გზატკეცილზე მანქანიდან გადმოხტა, რამაც გზებზე ავარია და ორი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ამასთან ერთად კი, გზატკეცილზე მოძრავ სხვა მანქანებს გზიდან გადახვევა მოუხდათ, რათა მანქანიდან გადმომხტარ პირს არ დასჯახებოდნენ.
შემთხვევა 2022 წლის 24 აპრილს მოხდა. აქტუალობა კი ხელახლა, სასამართლო გადაწყვეტილების გამო შეიძინა. საქმე იმაშია, რომ 45 წლის კრისტოფერ გრაფი, ის პირი რომელიც მანქანიდან გადმოხდა, მოსამართლემ ჯამში რვა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. გრაფს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მათ შორის ორი ადამიანის გაუფრთხილებლობით მკვლელობისა და დაუფიქრებელი ქმედებისთვის.
პროკურორების პრესრელიზის თანახმად, გრაფი და მისი მეუღლე 2022 წლის 14 იანვარს სახლში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მათ კამათი მოუვიდათ. გამომძიებლების ინფორმაციით, მანქანას, 128 კმ/სთ სიჩქარით გრაფის მეუღლე, ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.
კამათის დროს, გრაფი მანქანიდან გადახტა და გზაზე არეულობა გამოიწვია. სატვირთო მანქანამ, მამაკაცს რომ არ დასჯახებოდა მისთვის თავის არიდება სცადა, იგივე გააკეთა 5-კაციანმა ფურგონმა, რომელიც საბოლოოდ სატვირთო მანქანას შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ფურგონში მყოფი ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ისევე როგორც მანქანიდან გადმოვარდნილი ორი ადამიანიდან ერთი.
ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ფურგონის მძღოლს ფეხი ამპუტირებული ჰქონდა, ხოლო მეორე პირი, რომელიც ფურგონიდან „სასწაულებრივად“ გადმოხტა, არ დაშავებულა. რაც შეეხება გრაფის მეუღლეს, სტეისი ედვარდსს, მას სისხლში ალკოჰოლის დონე დაშვებულ ზღვარზე ორჯერ მეტი ჰქონდა. ედვარდსმა მთვრალ მდგომარეობაში მართვის ბრალდებით, თავი დამნაშავედ ცნო და პირობითი სასჯელი მოიხადა.