Toyota, რომელსაც თავისი თავი Bugatti, Ford-ი და Nissan-ი ჰგონია
რა ხდება, როდესაც ადამიანს Bugatti-ს, Ford GT-სა და Nissan GT-R-ს შორის არჩევანის გაკეთება არ შეუძლია. ამ დროს, ადამიანები საკუთარ ძალებს მიმართავენ და 3in1-ავტომობილს თავად აწყობენ, რომელშიც თავიანთ საყვარელ ავტომობილებს აერთიანებენ. სწორედ მსგავს თემასთან გვაქვს საქმე ამ კონკრეტული მოდელის შემთხვევაში, რომელიც Bugatti-ს, Ford-სა და Nissan-ს აერთიანებს, რეალურად კი Toyota-ა.
სწორად წაიკითხეთ: ეს 1998 წლის Toyota Celica გახლავთ, თუმცა მხოლოდ ძრავის შესახებ ძალიან მცირე ინფორმაცია გვაქვს. ერთადერთი რაც ვიცით არის ის, რომ მანქანა მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი და გარბენი 37 500 კილომეტრი აქვს. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ამ მოდელის შემთხვევაში, მთავარი მისი კორპუსია.
გარკვეულწილად საეჭვო წარმომავლობისა და აღწერილობის მიუხედავად, კორპუსი საკმაოდ სუფთად გამოიყურება. ამოწეული ფარები Bugatti-ს სტილის უზარმაზარ ცხაურაზეა დამაგრებული, რომელიც მცირედით, წინა მხარესაც უახლეს Toyota Supra-ს წააგავს. ხოლო რაც შეეხება მანქანის უკანა მხარეს, აქ Ford GT-ის სტილის მაშუქები და გამონაბოლქვის პორტებია განთავსებული. ამასთან ერთად, მთელი მანქანა სავსეა საჰაერო მილებითა და ვენტილაციით, რომლებიც შეიძლება ფუნქციონალური იყოს ან არ იყოს. ისინი უკანა სახურავსა და ბამპერზე, კაპოტზე და კარების უკანაა განთავსებული.
ავტომობილის დიზაინის თავისებურებები სალონშიც ვრცელდება. სავარძლები მუქი წითელი და შავი ფერის ნაზავია, თუმცა დაბალი ხარისხის ფოტოების გათვალისწინებით, დანამდვილებით ყველაფრის თქმა შეუძლებელია. მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ სავარძლები Recaro-ს მოდელისაა.
მათ, ვისაც ეს ქმნილება აინტერესებს, მისი შეძენა 11 872 დოლარად შეუძლიათ. მაგრამ მთავარი პრობლემა წინაა: ეს მოდელი მაროკოში იყიდება, თუმცა ლეგალურად, აშშ-ში და კანადაში მისი იმპორტი ჯერ შესაძლებელია.