კრიპტო ტრეიდერის Lamborghini-ს გზებზე ბიტკოინიც ვერ დააბრუნებს
რამდენიმე დღის წინ, საგზაო შემთხვევას კიდევ ერთი Lamborghini Revuelto „ემსხვერპლა“. ავარიის შედეგად, ეს მოდელი მძიმედ დაზიანდა და ეჭვქვეშაა, რომ ის ოდესმე გზებზე კიდევ დაბრუნდება. მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტის შესახებ ჯერ კონკრეტული დეტალები არ დასახელებულა, გავრცელებული ფოტოები მნიშვნელოვან დაზიანებებზე მიგვითითებს.
როგორც ამბობენ, ავარია ინდონეზიაში გზატკეცილზე მოხდა. როგორც ჩანს, Lamborghini-ს მძღოლი წინ მიმავალ მანქანას უკნიდან, საკმაოდ მაღალი სიჩქარით შეეჯახა. შეჯახების შედეგად Revuelto-ს მთელი წინა ნაწილი განადგურდა. კაპოტი მთლიანად მოწყვეტილია და, სავარაუდოდ, მანქანის წინა მხარეს მთლიანად განადგურებული.
View this post on Instagram
არსებობს ალბათობა, რომ სუპერქარი გზატკეცილზე ერთ-ერთ დამცავ ღობესაც შეეჯახა, რაზეც მგზავრის მხარეს დაზიანებები მიუთითებს. ამაზე მეტყველებს უკანა ბორბლის მდგომარეობაც. გარდა ამისა, მანქანის ქვეშ არსებული სითხის გათვალისწინებით, შესაძლოა ითქვას, რომ რადიატორების ნაწილიც დაზიანდა.
მანქანა კაშკაშა მწვანე ფერისაა, ხოლო პანელების ნაწილზე გრაფიტის მსგავსი გაფორმებაა. ცნობების თანახმად, სუპერქარის მფლობელი ერთ-ერთი წარმატებული კრიპტო ტრეიდერია. მანქანის კორპუსზე, ბიტკოინის გამოსახულებებსაც ვხედავთ.
მიუხედავად იმისა, რომ მანქანის შეკეთება შესაძლებელია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმეს სურს ასეთი რთული პროექტის განხორციელება. ცნობილი იუტუბერი მეტ არმსტრონგი უკვე დიდი ხანია ავარიული Revuelto-ს აღდგენაზე მუშაობს, თუმცა პროექტი, მისი სირთულიდან გამომდინარე, ძალიან ნელი ტემპებით მიმდინარეობს.