ლეგენდარული Cobra-ს უცნობი შთამომავალი
ბრიტანული კომპანია AC ყველა ავტომოყვარულმა კარგად იცის, რადგან ლეგენდარული AC Cobra მისი შექმნილია. თუმცა ბევრმა არც კი იცის, რომ ამ კომპანიას Cobra-ს გარდა 90-იანების ბოლოს კიდევ ჰქონდა პროექტი, რომელიც სრულად განსხვავებული იყო.
1998 წელს კომპანიამ გადაწყვიტა, რომ მოცემულ პერიოდში 4-ადგილიანი მდიდრული ავტომობილების სეგმენტში დიდი არჩევანი არ იყო, თუმცა მოთხოვნა იზრდებოდა. ეს გახდა სრულად ახალი მოდელის AC Aceca-ს შექმნის მიზეზი. ავტომობილის დანახვისას, ძალიან რთულად წარმოსადგენი იყო, რომ იგი Cobra-ს შთამომავალი უნდა ყოფილიყო.
Aceca 4-ადგილიანი კუპე იყო, რომელიც 8-ცილინდრიან Ford-ის ძრავებს იყენებდა. ავტომობილს სულ ორი აგრეგატი ჰქონდა - 3.5 ლიტრიანი ტურბო ძრავა და 4.6 ლიტრიანი ატმოსფერული ძრავა. ტურბინიანი ძრავა 354 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, ხოლო ატმოსფერული კი 326 ცხენის ძალას. ავტომობილის ძარა ალუმინისგან იყო დამზადებული და მასზე დამაგრებული დეტალებიც ალუმინის იყო. აქვე უნდა ვახსენოთ მისი ღია სახურავიანი ვერსიაც, რომელსაც AC Ace ერქვა. ამ ორ მოდელს შორის განსხვავება მხოლოდ ძარის კონფიგურაცია იყო, ხოლო აგრეგატები იდენტური გააჩნდათ.
ბრიტანული კომპანია აღნიშნულ მოდელზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებდა და ფიქრობდნენ, რომ ეს მოდელი გარდამტეხი იქნებოდა. AC-ის ხელმძღვანელის განცხადებით ვერ ხედავდა მიზეზს, თუ რატომ არ შეეძლო 100 წელზე მეტი ისტორიის მქონე კომპანიას მდიდრული კუპეების სეგმენტში წამყვანი მოდელის შექმნა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მიუხედავად საკმაოდ დაბალი ღირებულებისა, რაც 70 000 დოლარამდე გულისხმობდა, Aceca-მ და Ace-მა 1998-2000 წლებში იარსებებს და ისიც ძალიან მცირე რაოდენობით.