აუქციონი, ფორმულა 1, აირტონ სენა, მერსედესი, მერსედეს-ბენცი 190ი
Aa
Aa

80-იანების კლასიკა, რომლითაც ლეგენდარული აირტონ სენას კარიერა დაიწყო

ნოემბერში თქვენ გექნებათ უნიკალური შანსი შეიძინოთ 1980-იანი წლების გერმანული კლასიკა, რომელსაც ერთ დროს Formula 1-ის ლეგენდა, აირტონ სენა მართავდა. Mercedes-Benz 190 E 2.3-1.6 ნოემბერში ლონდონში გასამართი RM Sotheby's-ის აუქციონის ვარსკვლავი იქნება. ავტომობილის სავარაუდო ღირებულება 255 000 ევროდან 290 000 ევრომდე მერყეობს.

ეს არც ერთი ჩვეულებრივი 190-ია. თქვენ წინაშე სენას პირადი ავტომობილი, რომელიც ბრაზილიელმა ჩემპიონმა 1985 წელს შეიძინა - ნიურბურგრინგზე ჩემპიონთა რბოლაზე მიღწეული დიდი წარმატებისთანავე. ამ რბოლამ სენას ლეგენდარული კარიერა დაიწყო და ეს სწორედ ის გამარჯვება იყო, რომელმაც ბრაზილიელისთვის ყველაფერი შეცვალა.

1984 წლის 12 მაისს, ახალგაზრდა სენა, რომელიც Toleman-ით მაშინ Formula 1-ში პირველ ნაბიჯებს დგამდა, Mercedes-მა საზეიმო რბოლაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. ღონისძიება Nürburgring GP-Strecke-ის ახალი ტრასის გახსნას აღნიშნავდა. სტარტზე იმ დროისთვის ავტოსპორტის 20 უდიდესი სახელი ასპარეზობდა, მათ შორის ნიკი ლაუდა, ალენ პროსტი და კარლოს როიტემანი. ყველა მათგანი ახალი 190 E 2.3-16-ით იყო წარმოდგენილი, რომელიც სპეციალურად რბოლის კონფიგურაციისთვის მომზადდა.

წვიმიან პირობებში სენამ მსოფლიო გააოცა: მესამე ადგილიდან სტარტი აიღო, ლაუდას და პროსტს აჯობა და თავისი Smoke Silver Metallic-ის ფერის მანქანა ფინიშის ხაზამდე მიიყვანა. სწორედ ამ დროს გადაწყვიტა ბრაზილიელმა, რომ საკუთარი 190 სურდა. ავტომობილს, რომელსაც Smoke Silver Metallic საღებავი და შავი ტყავის სალონი აქვს ორიგინალი დოკუმენტაციაც მოჰყვება, რომელიც ადასტურებს, რომ ის რეალურად სენას ეკუთვნოდა.

სენა მოდელს ორი წლის განმავლობაში მართავდა და 32 000-მდე კილომეტრიც გაიარა, სანამ 1987 წელს და McLaren-ში გადასვლის მოლოდინში გაყიდიდა. მომდევნო წლებში 190-მა რამდენიმე მფლობელი შეიცვალა და 1996 წელს, ამჟამინდელ მფლობელთანაც მოხვდა.

დღესდღეობით, ავტომობილს 250 000 კილომეტრზე მეტი აქვს გავლილი და რამდენიმე უნიკალური დეტალიც აქვს შენარჩუნებული. მათ შორისაა რომელიც ძრავის განყოფილებაზე დატანილი ნიკი ლაუდას ხელმოწერა.

მსგავსი სიახლეები