სიჩქარის რეკორდი, ელექტრომობილი, რეკორდი, ჩინეთი, ბუგატი შირონი, იანვანგი უ9 იქსთრიმი
Aa
Aa

ჩინურმა ელექტრომობილმა Bugatti Chiron-ის რეკორდი მოხსნა | უსწრაფესი საწარმოო ავტომობილი

ოფიციალურად, ჩინური ელექტრომობილი Yangwang U9 Xtreme, ასევე ცნობილი, როგორც Track Edition-ი, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მასობრივი წარმოების ავტომობილია. გერმანიაში, ATP Papenburg-ის მაღალსიჩქარიან ტრასაზე, Yangwang-მა მაქსიმალურ სიჩქარეს, დაახლოებით 500 კმ/სთ-ს მიაღწია.

ელექტრომობილებისთვის, მაქსიმალური სიჩქარის რეკორდის მოხსნის შემდეგ, ახალი რეკორდი Yangwang-მა სულ რამდენიმე კვირაში დაამხო. ახლა ის, არა მხოლოდ ელექტრომობილებს შორის, არამედ ყველა ტიპის მასობრივ საწარმოო ავტომობილს შორის ყველაზე სწრაფი მოდელია.

ჩინურმა ელექტრომობილმა ამ შედეგით Bugatti Chiron Super Sport 300+-ს, რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 2019 წელს, 490 კმ/სთ განავითარა და Aspark Owl-სა და Rimac Nevera R-ს გადაასწრო.

ახალი რეკორდის დამყარებისას Yangwang U9 Xtreme-ს კვლავ გერმანელი მრბოლელი მარკ ბასენგი მართავდა. გასულ წელს მან „სტანდარტული“ U9-ით პირადი რეკორდი - 374 კმ/სთ განავითარა. დღეს კი, ის იმ ადამიანთა მცირე წრეშია, რომელსაც 480 კმ/სთ-ზე მეტისთვის აქვს მიღწეული.

ცნობისთვის, Track Edition-ი ოთხი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელთაგანაც თითოეული 744 ცხენის ძალის პიკურ სიმძლავრეს გამოიმუშავებს. BYD-ის მონაცემებით, კომბინირებულად ძრავები 2 960 ცხენის ძალაზე მეტს გამოიმუშავებენ. შედარებისთვის, Bugatti Chiron Super Sport 300+-ს 1 600 ცხენის ძალა აქვს.

სრული სიმძლავრის გასაკონტროლებლად, ელექტრომობილი მაბრუნი მომენტის გაუმჯობესებულ ვექტორულ შესაძლებლობებს იყენებს. მასთან ერთად კი, e4 პლატფორმაზე დაფუძნებულ DiSus-X-ის „ინტელექტუალურ ძარის კონტროლის სისტემას“, რომელიც მაქსიმალურ მოჭიდებას უზრუნველყოფს.

არსებული ცნობებით, ავტომობილი პირველი, მასობრივად წარმოებული 1 200-ვოლტიანი ულტრამაღალი ძაბვის სატრანსპორტო პლატფორმითაა აღჭურვილი, რომელიც ექსტრემალური პირობებისთვის ოპტიმიზირებულ თერმული მართვის სისტემასთანაა დაკავშირებული.

მსგავსი სიახლეები