Porsche-მ პლანეტის ყველაზე მაგარი 911 S/T შექმნა
ის პერიოდი, სანამ GT2 RS გამოვა (რომელიც ჯერ დაზუსტებულიც კი არაა), Porsche 911 S/T, 992-ის თაობის ბოლო, შეზღუდული ვერსიის ტიტულს შეინარჩუნებს. ახალი მოდელი GT3-ისა და GT3 RS-ის საუკეთესო თვისებებს აერთიანებს, თუმცა საკმაოდ მოკრძალებულადაც გამოიყურება.
წარსულში უამრავი თვალისმომჭრელი S/T გვინახავს, თუმცა ეს მოდელი, რომელიც Porsche-ს Sonderwunsch პროგრამის წყალობით შეიქმნა, შესაძლოა ბევრად უფრო საინტერესო იყოს. არა მხოლოდ სტანდარტული მფლობელებისათვის, ასევე კოლექციონერებისა და უნიკალური ავტომობილების მოყვარულთათვისაც კი.
ამ სრულიად ახალი 911 S/T-ის ისტორია რეალურად 1972 წელს იწყება. იმ წელს Porsche-მ პირველი 911 2.5 S/T შექმნა. სპეციალურად შეჯიბრისთვის მოდიფიცირებული ვერსია კი, თავის კლასში ლე მანის 24-საათიანი რბოლის გამარჯვებულიც გახდა. ღია კაშკაშა ყვითელი ფერის 911, კარებზე 41-ნომრიანი რგოლებითა და სპონსორების სტიკერებით იყო წარმოდგენილი.
რბოლებში წარმატების შემდეგ, ავტომობილი დავიწყებას მიეცა და სამუდამოდ ავტოფარეხშიც გადაინაცვლა. 2013 წელს შვეიცარიელმა კოლექციონერმა Porsche აღმოაჩინა და Porsche Classic-ს მისი სრული რესტავრაცია დაავალა. მოგვიანებით კი, როდესაც ახალი თანამედროვე 911 S/T დაანონსა, იმავე პირმა Porsche-ს Sonderwunsch პროგრამის მეშვეობით ინდივიდუალური ვერსიის შექმნა გადაწყვიტა - ისტორიული, სარბოლო იერსახით.
ორიგინალის მსგავსად, ახალი ავტომობილიც იმავე ღია ყვითელ ფერშია, Sonderwunsch-ის გუნდმა ასევე იგივე მრგვალი რგოლებიც დაამატა და სპონსორების სტიკერებიც სიზუსტის სრული დაცვით გაიმეორა. უცნობია ამ ვერსიის საბოლოო ღირებულებაც. თუმცა 911 S/T-ის ფასი პერსონალიზაციამდე უკვე დაახლოებით 290 000 აშშ დოლარი იყო, რაც ნიშნავს, რომ მოდიფიცირებული ვარიანტი ბევრად ძვირი ეღირება.