ყველგანმავალი, რალი, ბრიტანეთი, კომპრესორი, რეინჯ როვერი, უდაბნოს რალი, ვ8, რეინჯ როვერ სპორტი
Aa
Aa

განსხვავებული Range Rover Sport-ი რალის სამყაროდან

ისეთი სარბოლო ბოლიდები, რომლებითაც ქუჩაშიც შეგიძლიათ გადაადგილება სამწუხაროდ ახლო წარსულში დარჩა. თანამედროვე ავტომობილებში მსგავსი კონცეფციის მოდელი ძალიან ცოტა მოიძებნება. ეს ავტომობილები ძირითადად კლასიკური რალიდან ან პოპულარული წრიული რბოლებიდან გვხდებოდა. თუმცა დღევანდელი ჩვენი გმირი სხვა პროფილის მქონეა, იგი ყველგანმავალია და ამავდროულად სუპერქარის მონაცემები აქვს - თქვენს წინაშე ბრიტანული ურჩხული Bowler Nemesis EXR-ია!

Bowler EXR-S for sale - Vehicle Sales - DK Engineering

აღნიშნული ავტომობილი Range Rover Sport-ის ბაზაზეა შექმნილი. მასში 8-ცილინდრიანი და 5-ლიტრიანი ძრავაა მოთავსებული, რომელსაც კომპრესორი აქვს დამატებული. იგი 550 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 0-დან 100-მდე 3.9 წამში ჩქარდება. მისი ავტომატური გადაცემათა კოლოფი 6-სიჩქარიანია და იგი Bowler-ის მიერაა გაძლიერებული. Nemesis-ის წონა 1750 კილოგრამს შეადგენს, რაც შეიძლება საკმაოდ მძიმედ მოგეჩვენოთ, თუმცა შეგახსენებთ, რომ სტანდარტულ Range Rover Sport-ზე 750 კილოგრამით ნაკლებია.

Classified of the week: Bowler's Range Rover | Top Gear

ამ ბრიტანული ურჩხულის შესახებ ერთი რამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ - მისი ძარა მეტალის კონსტრუქციისგან არის აგებული და ინტერიერი უსაფრთხოების კარკასითაა დაცული. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული მოდელი Paris To Dakar რალიში და სხვა გამძლეობის რალი რეიდებში მონაწილეობდა, მისი საწვავის ავზის მოცულობა 415 ლიტრს შეადგენს. Blower Nemesis EXR-ი პირველად 2009 წელს ვიხილეთ და მისი ღირებულება 190 00 დოლარს შეადგენდა.

მსგავსი სიახლეები