უკან გაწვევა, ბიემვი, ტოიოტა, ბიემვი მეხუთე სერია, ტოიოტა სუპრა, ბიემვი მესამე სერია, ბიემვი მეოთხე სერია, ბიემვი იქს3, ბიემვი იქს4
Aa
Aa

„გააჩერეთ ავტომობილები შენობებისგან მოშორებით“ | BMW და Toyota მძღოლებს აფრთხილებენ

გერმანულმა მწარმოებელმა ავტომობილების უკან გაწვევის ახალი რაუნდი გამოაცხადა. არსებული ცნობებით, BMW ამერიკის შეერთებულ შტატებში დახლოებით 200 000-ს, ხოლო გერმანიაში 136 500 ერთეულ ავტომობილს გაიწვევს. თუმცა, ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

BMW-ის უახლესი გაწვევის რაუნდი ევროპაში, აზიასა და მის ფარგლებს გარეთ, 2015 წლის სექტემბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე წარმოებულ მოდელებს მოიცავს. თუმცა, ერთობლივი განვითარების პროგრამის გამო, ეს გაწვევა Toyota-ს 1 500-მდე მოდელაც შეეხება.

ხოლო შეერთებულ შტატებში BMW 194 886 ერთეული ავტომობილის გამოხმობას გეგმავს, რომლებიც 2019-დან 2022 წლამდე პერიოდშია წარმოებული - დაწყებული პატარა ზომის მეორე სერიიის კუპეთი, დასრულებული მესამე, სპორტული მეოთხე და მეხუთე სერიით, ასევე X3-ისა და X4-ის SUV-ებით. გაწვევა შეეხება Toyota Supra-ს 1 469 ეგზემპლარსაც.

ერთი შეხედვით უცნაურია, რა საერთო აქვთ ამ ძალიან განსხვავებული ზომისა და ფორმის მოდელებს. დამაკავშირებელი ხაზი კი, B58 3-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ტურბოძრავაა. BMW-ის წინასწარი მოკვლევით, წყალი შესაძლოა სტარტერის ამუშავების რელეზე მოხვდეს, რაც დროთა განმავლობაში კოროზიის მიზეზად იქცევა.

Valeo-ს მიერ წარმოებული სტარტერის შიდა კოროზიამ შესაძლოა გავლენა ელექტროკავშირზე იქონიოს, რაც მის მუშაობაზეც აისახება. ხოლო ყველაზე ცუდ ვითარებაში მოკლე ჩართვაში გამოვლინდება და ხანძარს გამოიწვევს.

BMW-მ დილერებთან ამ საკითხის განხილვა უკვე დაიწყო. მომხმარებლები შეტყობინებებს ნოემბრის თვეში მიიღებენ. ჩანაცვლების დასრულებამდე კი, ავტომწარმოებლები მძღოლებს მოუწოდებენ, მანქანები შენობებისგან მოშორებით განათავსონ.

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები