მამაკაცი, რომელმაც Lamborghini Gallardo ყოველდღიური მოხმარებისთთვის შეიძინა, გამოცდილებას გვიზიარებს
მაშინ, როდესაც ყოველდღიური გამოყენების ავტომობილებზე ვფიქრობთ, ალბათ იშვიათად რომ ვინმეს ისეთი სუპერქარი გაგვახსენდეს, როგორიც Lamborghini Gallardo-ა. Gallardo წარსულში Lambo-ს ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელი იყო. საწარმოო ხაზმა 14 000 ეგზემპლარი შეადგინა, ერთ-ერთი კი, ჩვენმა დღევანდელმა გმირმა შეიძინა, გაგიკვირდებათ და ყოველდღიური მოხმარებისთვის.
თუმცა საუბარი ამ შემთხვევაში Nera-ს ვერსიაზე გვაქვს, რომელიც გაცილებით მცირე მოცულობით იწარმოებოდა. ერთი ეგზემპლარი, ცოტა ხნის წინ, 106 000 აშშ დოლარად გაიყიდა, რაც ახლა, მაღალი ხარისხის თანამედროვე SUV-ის ფასზე ნაკლებიც კია. შესყიდვის შემდეგ კი, ახალმა მფლობელმა ავტომობილით ექსპერიმენტების ჩატარება გადაწყვიტა და სურდა გაეგო, პრაქტიკულია თუ არა V10 ძრავის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
Gallardo Nera 2006 წლის პარიზის ავტოშოუზე გამოჩნდა. ავტომწარმოებელმა მისი მხოლოდ 185 ვერსია შექმნა, რომელთაგანაც 60 ერთეული აშშ-შია წარმოდგენილი. პრიალა და მქრქალი შავი ფერის ექსტერიერის მქონე სუპერქარი 5-ლიტრიანი V10 ძრავითაა აღჭურვილი, რომლის გამომუშავებაც 500 ცხენის ძალას აღწევს. გამოსვლის დროს, მსურველებს 6-სიჩქარიანი მექანიკური ან Lamborghini-ს E-Gear-ს გადაცემათა კოლოფის არჩევაც კი შეეძლოთ.
0-დან 100-მდე აჩქარებას Lamborghini Gallardo დაახლოებით ოთხ წამში ახერხებს, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარეს 320 კმ/სთ-მდე აღწევს. Nera-ს მთავარი ექსკლუზიურობა მისი იშვიათობაა, რაც მას კოლექციონერებისთვის მიმზიდველ სუპერქარად აქცევს.
თუმცა ერთი რამ ყველასთვის ნათელი უნდა იყოს. ამ მოდელის ყოველდღიური მართვისთვის გამოყენება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ ნაწილები, მათ შორის მუხრუჭები და გადაბმულობები, ძვირია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი დაზღვევაა.
როგორია V10-ის ყოველდღიური მართვისთვის გამოყენება? კოდი, ამჟამინდელი მფლობელი, თავის Gallardo Nera-ს რეგულარულად მართავს. შაბათ-კვირის გასეირნებების ნაცვლად, ეს სუპერქარი დიდხნიან მგზავრობებსაც კი უმკლავდება. როგორც ამბობს, საწვავი ძვირია, მოვლა-პატრონობა რთული, თუმცა V10 ძრავის ხმა და მართვა ძალიან სასიამოვნო გამოცდილება.
თუმცა, კოდი რეალისტურად უყურებს იმ ფაქტს, რომ მას უფრო დიდი ხარჯებისთვისაც მოუწევს მომზადება - როგორიცაა E-Gear სისტემა, რომლის შეკეთება და მოვლა იაფი ნამდვილად არ ჯდება. მაგრამ როგორც ამბობს, ამ მოდელის მართვის სიამოვნება, ამ ხარჯებსაც აბალანსებს.
მიმზიდველობა V10 ძრავის დიზაინიდან, მახასიათებლებიდან და ხმაურიდან მოდის. ხარჯები მოვლა-პატრონობასა და პასუხისმგებლობას ახლავს თან. ასე რომ თავად უნდა გადაწყვიტოთ, მზად ხართ თუ არა ამ პასუხისმგებლობის აღებისთვის, თორემ სხვა მხრივ, Gallardo იდეალურ გამოცდილებას გპირდებათ.