Tesla Optimus-ის ჰუმანოიდი რობოტები გაყიდვაში ჩაეშვება
ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის, Tesla-ს ჰუმანოიდი რობოტები შესაძლოა კომპანიის ფარგლებს გარეთ, რიგითი მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომი, უკვე 2027 წლის მეორე ნახევრიდან გახდეს. იმ შემთხვევაში, თუ ეს გეგმა სისრულეში მოვა, ეს ჰუმანოიდი რობოტების კომერციულ გამოყენებაში ჩაშვების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და წინ გადადგმული ნაბიჯად შეიძლება იქცეს.

Tesla თავის Optimus-ს უნივერსალურ, ავტონომიურ, ორი ფეხის მქონე რობოტად აღწერს, რომლის მთავარი დანიშნულება ქარხნებში, კომპანიებსა და მომავალში უკვე სახლებშიც ისეთი სამუშაოების შესრულებაა, რომლებიც ადამიანისთვის შეიძლება სახიფათო, ფიზიკურად დამტვირთველი ან თუნდაც მოსაწყენი იყოს.
თავის მხრივ კი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის კომპანია Optimus-ის წარმოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურასაც აქტიურად ავითარებს. მაგალითად, ამ მიმართულებით Tesla-ს საინჟინრო პოზიციები მოიცავს, რომელთაც ევალებათ როგორც სრულად აწყობილი რობოტების ტესტირება, ისე მაღალი სიზუსტისა და შეგრძნების მქონე ხელების შექმნა.

გავრცელებული ინფორმაციით, Optimus-ის მესამე თაობის, Gen 3-ის, დიზაინის დასრულების შესახებ Tesla-მ ინვესტორებს უკვე აცნობა. მომწოდებელთა ჯაჭვი ძირითადად ჩამოყალიბებულია, ხოლო ფრიმონტის (კალიფორნია) ქარხანაში საწარმოო ხაზის მონტაჟი უკვე მიმდინარეობს.
თუმცა Tesla-ს გრძელვადიანი გეგმები უფრო მასშტაბურია. კომპანია Optimus-ს ისეთ რობოტად განიხილავს, რომლის გამოყენებაც მომავალში უკვე წარმოების, ლოგისტიკის მიმართულებით იქნება შესაძლებელი. ამასთან ერთად კი, მომხმარებელი მას ყოველდღიური გამოყენებისთვისაც შეიძენს.

ამისთვის კი მთავარია, Tesla-მ შექმნას რობოტი, რომელიც იქნება საიმედო, გამძლე, სრულად ავტონომიური და, ამავდროულად, იმდენად ხელმისაწვდომი, რომ მისი მასობრივ წარმოებაში ჩაშვება ღირდეს. გაამართლებს თუ არა Optimus-ი მწარმოებლის იმედებს, ამას რამდენიმე წელში გავიგებთ.