მერსედესი, უცნაური, ჩრდილოეთი კორეა, მერსედეს-ბენცი დაბლიუ 201, ვოლვო 144
Aa
Aa

ჩრდილოეთ კორეის ყალბი Mercedes-ი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ ავტომობილად იქცა

ჩრდილოეთ კორეისა და მისი ყალბი Mercedes-ის, ასევე ცნობილის, როგორც Pyongyang 4.10-ის ისტორია, საავტომობილო წარსულის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური თავია. საქმე კი იმაშია, რომ 1970-იან წლებში, ტექნოლოგიური სიძლიერის დემონსტრირების მიზნით, ქვეყანამ დასავლეთის მდიდრული მანქანების კოპირება სცადა. შედეგად კი მივიღეთ მანქანა, რომელიც საბჭოურ მოძველებულ მოდელს უფრო ჰგავდა.

არც გასაკვირი არაა, რომ Pyongyang 4.10-მა, ინჟინერიის მწვერვალის სტატუსი ნამდვილად ვერ მოიპოვა. თუმცა, სამაგიეროდ, ქვეყნის იზოლაციონისტური ექსცენტრიულობის სიმბოლოდ იქცა. ყალბი Mercedes-ი, როგორც წესი, პარტიული ელიტისთვის იყო განკუთვნილი. მოდელზე კი, Sungri Motor Plant-მა, იმ დროისთვის ჩრდილოეთ კორეის წამყვანმა ავტომწარმოებელმა იმუშავა.

სავარაუდოდ, ეს მოდელი Mercedes 190-ის (W201) ასლი იყო, თუმცა მისი ხილვისა და ამ ფაქტში დარწმუნების შესაძლებლობა ცოტას თუ ჰქონდა. სახელწოდება „4.10“, სავარაუდოდ, 1987 წლის 10 აპრილზე უნდა მიანიშნებდეს - დღეს, როდესაც ჩრდილოეთ კორეის პირველმა ლიდერმა, კიმ ირ სენმა განაცხადა, რომ ჩრდ. კორეასაც, სამხრეთი კორეის მსგავსად, საკუთარი საავტომობილო ინდუსტრია ეყოლებოდა.

თუმცა ამის შემდგომაც, ჩრდილოეთი კორეა ყოველდღიური გადაადგილებისთვის იმპორტირებულ საბჭოთა ავტომობილებზე იყო დამოკიდებული. დასავლური მანქანების წილი ბაზარზე კვლავ დაბალი იყო, ხოლო ყალბი „მერსი“ ძირითადად პარტიული ელიტისთვის განკუთვნილი.

თუმცა „ფხენიანის 4.10“ ჩრდილოეთ კორეის საავტომობილო ინდუსტრიისთვის ერთადერთი უცნაური ისტორიული მოვლენა არ ყოფილა. 1970-იან წლებშივე, ქვეყანამ, შვედეთიდან დაახლოებით 1 000 ერთეული Volvo 144 შეუკვეთა. ეს ავტომობილები ადგილზე ჩავიდა, თუმცა კორეას მათი თანხა არც არასდროს გადაუხდია. შედეგად, ქვეყანას შვედეთის ასობით მილიონი დოლარის ვალი დარჩა.

ათწლეულების შემდეგაც კი, როგორც ამბობენ, ეს „ვოლვოები“ კვლავ ფხენიანის ქუჩებში გადაადგილდებიან. ეს ისტორია კი, სახელმწიფო დონეზე ავტომობილების ქურდობის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური შემთხვევის მაგალითაც იქცა.

მსგავსი სიახლეები