საქართველო, ჩინეთი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ჩერი, ბიუაიდი, გრეით ვოლ მოტორსი, ავტომობილების რეგისტრაცია, ჩანგანი
Aa
Aa

ჩინური წარმოების რამდენი ავტომობილი მოძრაობს საქართველოში? | სტატისტიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1 790 587-მდეა გაზრდილი. 2023 წელს, ეს მაჩვენებელი, 1 680 400 ერთეულ ავტომობილს უტოლდებოდა, რაც ნიშნავს, რომ ერთი წლის ჭრილში მატებამ 110 151 ავტომობილი შეადგინა. უახლესი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა კი, 1 847 988-მდეა გაზრდილი.

2024 წელს, საქართველოში ყველაზე პოპულარული Mercedes-Benz-სა და Toyota-ს მოდელები იყო. ავტომობილების დიდი ნაწილი კი დედაქალაქში, თბილისშია თავმოყრილი. შედარებით ხელმისაწვდომი ბრენდების გარდა, ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად იზრდება პრემიუმ კლასის ავტომობილების რაოდენობაც, როგორებიცაა Porsche, Ferrari, Bugatti, Aston Martin-ი და Lamborghini.

ჩამოთვლილ ბრენდებთან ერთად, საქართველოში ჩინური წარმოების რამდენიმე ბრენდი გვხვდება. მათ შორის ყველაზე ხშირად, BYD-ის, Chery-ის, Changan-ის, GWM-ისა (Great Wall Motors) და Geely-ის ავტომობილები. სტატიაში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული ჩინური წარმოების ავტომობილების რაოდენობას წარმოგიდგენთ. 

საქართველოში, ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებლის, BYD-ის 535 ერთეული ავტომობილია რეგისტრირებული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა თბილისშია თავმოყრილი. საინტერესოა, რომ ბოლო ერთ წელიწადში, BYD-ის ავტომობილების რაოდენობა 255-დან 535-მდე გაიზარდა. ხოლო 2023 წელს, მხოლოდ 60 ერთეული ავტომობილი ირიცხებოდა. საქართველოში BYD-ის ყველაზე პოპულარული მოდელებია: SONG PLUS - 72 რეგისტრირებული ერთეული, SEAGULL - 61 ერთეული და QIN PLUS-ი - 55 ერთეული. ცნობისთვის, საქართველოში ასევე რეგისტრირებულია BYD Denza-ს ერთადერთი ერთეული ავტომობილი - Denza Z9GT. 

177 ერთეული რეგისტრირებული ავტომობილითაა წარმოდგენილი საქართველოში Changan-ის ბრენდი. ყველაზე მეტი, 39 ერთეული თბილისში Eado-ს მოდელი დადის, 23 ერთეული Eado ET და 20 ერთეულიც - Eado EV 460. საინტერესოა, რომ Changan-ზე მეტი საქართველოში Geely-ის მოდელები დადის. ამ ბრენდის რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 264 ერთეულს აღწევს. მათ შორის, 99 ერთეული Coolray, 31 ერთეული Tugella და 27-27-იც, Monjaro და Atlas-ი დადის.  

საქართველოში რეგისტრირებულია Chery-ის 175 ერთეული ავტომობილიც - ყველა მათგანი თბილისში. მათ შორის 30 ერთეული Arrizo 6, 25 ერთეული EQ1 PRO და 20 ერთეული Tiggo 7. Chery-AIQAR-ის შემთხვევაში კი, რეგისტრირებული ავტომობილების რიცხვი 14 ერთეულს აღწევს, ყველა მათგანი, რა თქმა უნდა, EQ7-ია. რაც შეეხება Great Wall Motors-ს, ის საქართველოში მხოლოდ ერთი ავტომობილით, Tank 500-ითაა წარმოდგენილი. 

 

მსგავსი სიახლეები