ჯეი ლენო, ფერარი, პონტიაკი, კადიკალი, ფერარი 400ი
Aa
Aa

ჯეი ლენო „ყველაზე ამერიკული“ Ferrari-ის საჭესთან | ცნობილი ტელეწამყვანის ტესტ დრაივი

ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ტელეწამყვანმა და ავტომოყვარულმა, ჯეი ლენომ, ახლახან, როგორც თავად უწოდებს „ყველაზე ამერიკული“ Ferrari გამოსცადა. ეს კი, Audrain Automobile Museum-ის დახმარებით შეძლო.

„ტურბინის მსგავსი“, „თითქმის ელექტრო“ - ასე დაახასიათა ლენომ ავტომობილი და თან, გაკვირვებაც ვერ დამალა იმ ფაქტით, რომ ამ მანქანის მართვა ძალიან მოეწონა. Audrain Museum Network-ის ახალ YouTube-ეპიზოდში, ლენო, Ferrari 400i-ს Audrain-ის აღმასრულებელ დირექტორ დონალდ ოსბორნთან ერთად წარმოგვიდგენს.

თქვენ წინაშე 1970-იანი წლების V12 გრანდტურერია. ეს მოდელი კომფორტისთვის უფროა შექმნილი, ვიდრე რბოლებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ Ferrari-ების უმეტესობა ხმაურიანია, სწრაფი და ტრასებზე შესრულებისთვისაა განკუთვნილი, ამ შემთხვევაში საქმე სრულიად საპირისპიროდაა. სალონში კონდიციონერით და სრულად დაფარული გლუვი ტყავით.

მოდელი წინაამძრავია და ყველაფრის მიუხედავად, კაპოტქვეშ მაინც ნამდვილი Ferrari-ია. 400i-ის 4.8-ლიტრიანი V12 ძრავა 5-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთანაა დაწყვილებული. ეს უკანასკნელი კი, ამ მოდელს სწრაფს, თუმცა მშვიდს ხდის.

ლენმა და მისმა მგზავრმა, მოდელს მალევე „ყველაზე ამერიკული“ Ferrari უწოდეს - მისი გრძელი კაპოტისა და მაღალი მაბრუნი მომენტის გამო. ის უფრო 70-იანი წლების Cadillac-ს ან Pontiac-ს ჰგავს, ვიდრე ტიპურ იტალიურ სპორტულ მანქანას. მაგრამ მთავარი ირონია ის არის, რომ მანქანა სინამდვილეში შეერთებულ შტატებში არც არასდროს გაყიდულა.

მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ავტომობილს აშშ-ის გამონაბოლქვის სერტიფიცირება არ გაუვლია - და არც თავად უცდია, რომ ამ წესებს მორგებოდა. ამიტომ მანქანა, რომელიც, როგორც ჩანს, ამერიკული გზებისთვის იყო შექმნილი, ოფიციალურად იქ არასოდეს გაყიდულა.

 

მსგავსი სიახლეები