საწვავი, ინოვაცია, ჰონდა, თანამედროვე ტექნოლოგიები
Aa
Aa

Honda-ს საწვავის წარმოების ტექნოლოგია მთვარეზე გადააქვს?

Honda, კოსმოსურ კომპანია Astrobotic-თან თანამშრომლობით, არკვევს, შესაძლებელია თუ არა რეგენერაციული სათბობი ელემენტები, მომავალში, მთვარის ენერგოსისტემის სასიცოცხლო ნაწილად იქცეს.

მთვარეზე საიმედო ენერგიის წყაროს შექმნის საკითხი, განსაკუთრებით აქტუალური, NASA-ს Artemis-ის მისიების შემდეგ გახდა. ეს უკანასკნელი, ადამიანებისთვის მთვარეზე, გრძელვადიანი ბაზის შექმნასთან აახლოებს. დედამიწისგან განსხვავებით, მთვარეზე არ არის ქარი, არც წყლის ნაკადი, ხოლო ღამეები ორ კვირას გრძელდება. შესაბამისად, მისი, როგორც მხოლოდ მზის ენერგიის მისაღებად გამოყენება, მოგებიანი ვერ იქნება.

სწორედ აქ შესაძლოა Honda-ს ენერგეტიკული ტექნოლოგია გამოდგეს, რომელიც სინათეს ინარჩუნებს და ამასთან ერთად, სასიცოცხლოდ აუცილებელ ჟანგბადსაც კი გამოიმუშავებს. ეს არის სწორედ ის იდეა, რასაც Honda რეგენერაციულ სათბობ ელემენტს უწოდებს.

წარმოიდგინეთ ეს, როგორც დახურული ციკლის სისტემა, რომელიც მხოლოდ მზის სინათლეს და წყალს იყენებს, ისეთი მნიშვნელოვანი რესურსების გამოსამუშავებლად, როგორებიცაა ელექტროენერგია, წყალბადი და ჟანგბადი. გარკვეულწილად ის მსგავსია იმ ტიპის სუპერმანქანისა, რომელიც წყალბადზე მუშაობს, ხოლო გამონაბოლქვი მილიდან სასმელ წყალს უშვებს.

ამასთან ერთად კი, ამ მიდგომის კიდევ ერთი პლუსი გაუჩერებლად მუშაობის შესაძლებლობაა. მთვარის 2-კვირიანი დღის ფაზის განმავლობაში, მზის პანელები საჭირო ენერგიას აგროვებენ, რათა წყლის წყალბადად და ჟანგბადად გამოყოფა მოხდეს.

View this post on Instagram

A post shared by Future Tech (@futuretech)

შემდეგ კი, როდესაც ღამის ფაზაში მზის სანათლე ქრება, სისტემა განსხვავებულ მუშაობაზე გადაერთვება: ის სითბულ ელემენტში შენახულ წყალბადს ელექტროენერგიის წარმოებისთვის იყენებს, ხოლო წყალი ერთადერთი თანმდევი პროდუქცია, რომელიც ციკლში ბრუნდება.

ამ პროცესითვის საჭირო ინფრასტრუქტურას კი, მათ შორის VSAT-ის მზის პანელებს Astrobotic-ი აშენებს. ეს პანელები LunaGrid-ის ნაწილია - მთვარის ბაზებისა და რობოტებისთვის გათვალისწინებული ენერგომომარაგების ქსელი. მარტივად რომ ვთქვათ, LunaGrid განკუთვნილია როგორც მასშტაბირებადი ენერგიის ქსელი, რომელიც გამოიყენება ყველაფრისთვის - რობოტიზებული სადესანტო ხომალდებიდან დაწყებული ადამიანის ჰაბიტატებით დამთავრებული.

ამ მიდგომით, შესაძლოა მომავალში, ადამიანების დასახლებების ენერგიით უზრუნველყოფა გახდეს შესაძლებელი. ამჟამად კი, გეგმა საცდელ ფაზაშია. კომპანიები ერთობლივი მუშაობით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებას იწყებენ, ხოლო რეალურ სამყაროში გამოცდა, უკვე შემდგომი ეტაპია.

 

მსგავსი სიახლეები