მერაბ დვალიშვილი, მერსედესი, მერსედეს-აიემჯი, მერსედეს-აიემჯი ჯი63
Aa
Aa

მერაბ დვალიშვილს ამერიკაში საჩუქრად უახლესი Mercedes-AMG გადასცეს

გასულ კვირას, UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა სუპერ მსუბუქ წონაში ტიტული მესამედ დაიცვა და მსაჯთა ერთობლივი გადაწყვეტილებით კორი სენდჰეგენი დაამარცხა. დვალიშვილი კარიერაში 100 „თეიქდაუნს“ გადასცდა და ასევე პირადი რეკორდი გააუმჯობესა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, Aviator-მა დვალიშვილს საჩუქარად ახალი ავტომობილი გადასცა. Mercedes-ის გადაცემის ვიდეო სოციალურ ქსელში ცნობილმა ბლოგერმა და დვალიშვილის ახლო მეგობარმა, ნინა დრამამ გამოაქვეყნა. როგორც ვიდეოდან ჩანს, UFC-ის ქართველი ჩემპიონი დრამამ ჯერ „დაპრაკნა“ - მისი ავტომობილის ევაკუატორით გატაცების სცენა გაითამაშა - შემდეგ კი, ახალი AMG-ის სანახავადაც წაიყვანა. 

ქართველი ჩემპიონისთვის Aviator-ის საჩუქარი Mercedes-Benz G-Wagen-ის უახლესი G63 AMG-ია. 2025 წლის მოდელი Mercedes-Benz G550-ზეა დაფუძნებული, თუმცა AMG-ის კაპოტის ქვეშ 577 ცხენის ძალისა და 850 ნიუტონ მეტრის გამომუშავების ტვინტურბო V8 ძრავაა მოთავსებული. მოდელი სტანდარტულად სრულადამძრავია და 9-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთანაა დაკავშირებული. დვალიშვილის ახალი G-Wagen 0-დან 100-მდე 3.7 წამში ჩქარდება - უფრო სწრაფად, ვიდრე მისი ელექტროვერსია, რომელიც აჩქარებას 4.1 წამს ანდომებს. 

ცნობისთვის, დვალიშვილის ახალი 2025 წლის Mercedes-AMG G63-ის ფასი $187 250-დან იწყება. 

მსგავსი სიახლეები