90-იანები, მერსედესი, მერსედეს ბენცი, როუდსტერი, ეი ემ ჯი, ლეგენდარული მერსედესი
Aa
Aa

Mercedes-ის უკვდავი ლეგენდა

საავტომობილო ისტორიაში ყოველთვის მოიძებნება ისეთი ავტომობილი, რომელიც დროში უკვდავია. ასეთი ავტომობილები ხარისხიდან გამომდინარე ძალიან ცოტაა, თუმცა მათი არსებობა ავტომოყვარულებს ყოველთვის გვახარებს. მსგავსი ავტომობილების ნუსხაში ძირითადად „ძველი სკოლის“ წარმომადგენლებს შევხვდებით, რადგან უკვდავმა ავტომობილმა დროის გამოცდა წარმატებით უნდა გაიაროს. Mercedes Benz SL 7.3 AMG იმ უნიკალურ მანქანებს მიეკუთვნება, რომლებიც აღარასდროს განმეორდებიან, ისინი ერთხელ ვნახეთ და ვიგემეთ.

1999 Mercedes-Benz SL73 AMG for sale on BaT Auctions - closed on ...

 ეს ულამაზესი „როუდსტერი“ ლეგენდარული W140-ის ბაზაზეა აწყობილი. მისი სტანდარტული ვერსიის უმაღლესი კომპლექტაცია 12-ცილინდრიანი და 6-ლიტრიანი ძრავით არსებობდა. თუმცა AMG-იმ ამ აგრეგატისგან კიდევ მეტი ამოწურა. მოცულობა 7.3 ლიტრამდე გაზარდეს, ძრავში ტიტანის ბარბაცა ღერძები დააყენეს და ყველა სხვა დეტალი უფრო ძლიერით ჩაანაცვლეს. ამ მოდიფიცირებებმა საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო და 394 ცხენისძალის ნაცვლად 525 მიიღეს, მაბრუნი მომენტის მაჩვენებელიც საგრძნობლად გაიზარდა და მან 4000 ბრუნზე 750 ნმ-ს მიაღწია. ამხელა მაჩვენებელი ძალიან ბევრ თანამედროვე მცირე ზომის სატვირთო ავტომობილსაც კი არ გააჩნია. ავტომობილის წონა საკმაოდ მსუყე გამოვიდა. მანქანა 2 050 კილოგრამს იწონიდა, რაც პატარა  „როუდსტერისთვის“ საკმაოდ ბევრი იყო, თუმცა ძლიერი ძრავა 0-დან 100-მდე 4.8 წამში აჩქარებდა, ეს მაჩვენებელი კი 90-იანებში „სუპერქარებისას“ უტოლდებოდა.

 Посмотрите на Mercedes-Benz SL 73 AMG, простоявший на парковке 17 лет:  Новости — Motor

ავტომობილის სავალი ნაწილი და სამუხრუჭე სისტემა ხელუხლებელი დატოვეს, ავტომობილმა მხოლოდ ვიზუალური ცვლილებები განიცადა. უკეთესი აეროდინამიკისთვის და ელეგანტურობისთვის AMG-იმ ახალი ბამპერები დაამზადა.

ამ ავტომობილის ძირითადი განსხვავება ძრავა იყო, იმდენად დახვეწილი გამოვიდა, რომ მას Pagani Zonda-ს პირველ მოდელებშიც კი იყენებდნენ, თან 3-ჯერ მეტი რაოდენობით, ვიდრე SL 7.3-ში იყო გამოყენებული. ავტომობილი 1998-2001 წლებში შეზღუდული ტირაჟით იწარმოებოდა, თუმცა ისტორიაში ადგილი სამუდამოდ დაიმკვიდრა. აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიის ისტორიაში SL 7.3-ის ძრავა დღემდე ყველაზე დიდი მოცულობის მქონედ ითვლება.

 

მსგავსი სიახლეები