ბიემვი, ტოიოტა, უცნაური, ბიემვი ზეტ4, ტოიოტა ჯიარ სუპრა, უნიკალური ავტომობილი, სუპრა
Aa
Aa

BMW GR Supra | როგორ იქმნებოდა უნიკალური მოდელი?

რა მოხდება თუ ერთ დღესაც A90 Supra-ს აიღებ და მას BMW-ად აქცევ? ალბათ მსოფლიოში ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება, რომელსაც ეს აზრი ოდესმე თავში გაუვლია. მითუმეტეს თუ ეს ადამიანი GR Supra-ს მფლობელია. მაგრამ ეს მაინც პარადოქსულად ჟღერს, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ Supra თავიდანვე დიდწილად BMW-ია, რომელიც თავისი ინჟინერიისა და ძრავის დიდ ნაწილს Z4-თან იზიარებს.

მაგრამ მაინც: ერთ-ერთი მძღოლი, რომელიც ონლაინ MySupraAdventures-ის სახელითაა ცნობილი ადგა და გადაწყვიტა, თავისი Supra გერმანულ ავტომობილად ექცია. მან უბრალოდ BMW Z4-ის წინა ნაწილი Toyota Supra-ს მიამაგრა და „სრულიად“ ახალი მოდელიც შექმნა. მაშუქები, კაპოტი და მსგავსი ნაწილები  კი, ჭანჭიკებით დაამაგრეს, რაც შესაძლოა გასაკვირი იყოს, თუმცა საკმაოდ კარგად გამოიყურება. დასრულებული სახით ამ ქმნილების დებიუტი კი, მომდევნო თვეში, ლას-ვეგასში გამართულ SEMA-ზე შედგება.

რასაც თქვენ ფოტოზე ხედავთ, ჯერ მუშაობის პროცესშია, ამიტომაც შეგიძლიათ დასკვნებისგან თავი შეიკავოთ. მაგრამ ამ პროექტზეც კარგად ჩანს, თუ რამდენად განსხვავებულები არიან ეს ავტომობილები - ყოველ შემთხვევში გარედან მაინც.

Supra-ს მეხუთე თაობის შექმნისას, ერთადერთი რაც Toyota-მ არ მოიმოქმედა, ამ მოდელის კაბრიოლეტის ვერსიად წარმოება იყო. ყველამ კარგად იცის, რომ Mk4 იაპონელებმა BMW-სთან პარტნირობით შექმნეს და ეს მოდელი Z4-თან საერთო ძარასაც იზიარებს. თუმცა Z4 კაბრიოლეტია და Mk4-თან განსხვავებაც ეს იყო - კომპნიებმა მოდელები სხვადასხვა სეგმენტს მაორგეს. 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროექტის შექმნის პროცესი, მათ შორის ნახაზები, ავტორებმა სოციალური ქსელის საშუალებით დაინტერესებულ პირებსაც გაუზიარეს. ასე, რომ ახალ მოდელზე მუშაობის და უკვე დასრულებული ავტომობილის ხილვის შესაძლებლობაც ყველას ექნება.

 

მსგავსი სიახლეები