პიკაპი, ამერიკული კუნთები, სპორტული მოდელები, ვი 8, ავსტრალიური კუნტები, ელ კამინო, ჰოლდენი
Aa
Aa

ავსტრალიური კუნთები

ავსტრალიური ავტოპარკი ყოველთვის მონოპოლისტური იყო და მათ ეროვნული სიამაყე „ჰოლდენი“ ჰყავდათ. ეს ავტომობილი იმდენად ნაციონალური და პოპულარულია, რომ ადგილობრივებს ყველა სხვა დანარჩენ ავტომობილს ურჩევნიათ. 80-90 წლებიდან მოყოლებული „ჰოლდენი“ ძირითადად „ოპელის“ და GM-ის სხვადასხვა პლატფორმებს იყენებდა, თუმცა ამ კომპანიის ნებისმიერ მოდელს აქვს რაღაც ისეთი, რასაც სხვაში ვერ ნახავთ.

2006 HSV VZ Maloo Ute Manual Twin Turbo - Richmonds

ამერიკელების მსგავსად ავსტრალიელ ავტომოყვარულებსაც დიდი და მძლავრი ძრავები უყვართ. ზოგადად ამ ორი ნაციის საავტომობილო გემოვნება ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დღეს ველური ხასიათის „ჰოლდენს" გავიხსენებთ - გაიცანით Holden HSV Maloo!

თავდაპირველად იგი Holden Commodore-ს ბაზაზე იყო აწყობილი. ვისაც Chevy El Camino ერთხელ მაინც უნახავს, ამ ორ „პიკაპს“ შორის ძალიან ბევრ საერთოს აღმოაჩენს. HSV Maloo სპორტული ხასიათის 2-ადგილიანი დაბალი „პიკაპია“, მისი დანიშნულება ძლიერი ავტომობილით გართობაა და არა ტვირთის გადაზიდვა, თუმცა ეს უკანასკნელიც კარგად შეუძლია, უბრალოდ ამ დანიშნულებით მას არავინ იყენებს. HSV „ჰოლდენის“ სპორტული განყოფილებაა და Holden Special Vehicle-ს ნიშნავს, ხოლო Maloo ადგილობრივი აბორიგენების ენაზე ელვას აღნიშნავს.

Maloo GM-ის ცნობილი LS2 V8 ტიპის ძრავითაა აღჭურვილი, ეს აგრეგატი 400 ცხენის ძალას და 530 ნიუტონს გამოიმუშავებს, რაც ავტომობილის 0-დან 100-მდე აჩქარებას 5 წამში განაპირობებს. მიუხედავად ძარის ტიპისა, ავტომობილი სრულად იდენტურია სპორტული სედანისა და მისი მართვა ერთი დიდი სიამოვნებაა. მიუხედავად ნაკლები ცნობადობისა მას დიდი დამსახურებაც აქვს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ 2001 წელს R8 მოდელმა სერიული წარმოების „პიკაპებში“ მაქსიმალური სიჩქარის რეკორდი მოხსნა, მან 271 კმ/სთ-ის განვითარება შეძლო.

ეს რეკორდი მანამდე „ვაიპერის“ ძრავით აღჭურვილ Dodge Ram SRT/10-ს ეკუთვნოდა, თუმცა ჰოლდენმა 22 კმ/სთ-ით მეტი დააფიქსირა.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ პოპულარული იყო, კომპანიამ Maloo R8-ის წარმოება მაინც შეზღუდა და საერთო რაოდენობამ საბოლოოდ 958 ერთეული შეადგინა.

 

მსგავსი სიახლეები