მსოფლიო რეკორდი, ელექტრომობილები, მერსედეს-ბენცი, ელექტროძრავა, იასა
Aa
Aa

Mercedes-ის 12 კგ-იანი ელექტროძრავა 1 000 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს და ის უკვე არსებობს

შესაძლოა ელექტროძრავები დიდად არ მოგწონდეთ, რადგან მათი უმეტესობა ლითონისა და მავთულის ნაწილებისგან შედგება, თუმცა სწორად შერჩეულს შეუძლია EV-ების მიმართ თქვენი დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალოს. ყოველ შემთხვევაში, Yasa-ს შემუშავებულ რეკორდსმენ ძრავას ნამდვილად აქვს რევოლუციური პოტენციალი.

გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულმა კომპანიამ, რომელიც გერმანული Mercedes-Benz-ის მფლობელობაშია, თავისი ძრავით, სიმძლავრის სიმკვრივის მსოფლიო რეკორდი უკვე მოხსნა - 59 კვტ-მდე (79 ცხენის ძალა) კილოგრამზე. ცნობისთვის, ამ ძრავის გამოყენებას ავტომწარმოებელი ახალი თაობის მოდელებში, მათ შორის AMG-ის სუპერსედანში გეგმავს. ეს საკმაოდ დიდი ნახტომია წინა რეკორდთან, რომელიც გასულ ზაფხულს დამყარდა და კილოგრამზე 42 კვტ (56 ცხენის ძალა) შეადგინა.

სპეციფიკური სიმძლავრე ერთია, მაგრამ რაც შეეხება სრულ პოტენციურ სიმძლავრეს? ახალი ძრავა სულ რაღაც 12.7 კგ-ია, თუმცა მსგავსი სიმსუბუქის მიუხედავადაც, მოკლევადიან პიკურ სიმძლავრეს 750 კვტ-ს ანუ 1 006 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს წარმოუდგენელი შედეგია!

მიუხედავად იმისა, რომ როგორც ამბობენ უწყვეტი გამომუშავება გაცილებით დაბალია, ის მაინც საკმაოდ კარგია მისი სპეციფიკაციების გათვალისწინებით. უბრალოდ წარმოიდგინეთ. Yasa საუბრობს სტაბილურ 469-604 ცხენის ძალაზე და ამ მაჩვენებელს მხოლოდ 12.7-კილოგრამიანი, ძალიან მსუბუქი ძრავიდან.

„ეს არ არის ეკრანზე გამოსახული კონცეფცია“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. „ის ამჟამად დინომასტერების საშუალებით მუშაობს“.

სწორედ ეს არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი. ჩვენს წინაშე არა თეორიული კომპიუტერული მოდელი, არამედ სრულად ფუნქციური პროტოტიპია, რომელიც ამჟამად სატესტო რეჟიმშია და მასშტაბირებადი წარმოების ტექნოლოგიის გამოყენებითაა აგებული. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ძრავა უკვე ტექნოლოგიაა, რომელიც ერთ დღეს შესაძლოა საწარმოო მანქანაში ვიხილოთ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები