სუვი, რეინჯ როვერი, ვი 8, მდიდრული მანქანები, რეინჯ როვერ ადვენტუმი
Aa
Aa

ბრიტანული ოცნება ნიდერლანდებში რეალობად აქციეს: Range Rover Adventum Coupé

ნიდერლანდიური დიზაინის სახლი Land Rover SVO-ს კონცეპტი რეალობად აქცია და $288 500-იანი ფასმაჩვენებელი დაადო.

Niels van Roij Design-მა ორკარიანი Range Rover Adventum Coupé-ს საწარმო ვერსია წარადგინა, რომელზეც ბრიტანულმა მწარმოებელმა შარშან იანვარში უარი თქვა.

ნიდერლანდიური ავტოდიზაინერი,Tesla Model S Shooting Brake-ის შემქმნელი, წელს Adventum Coupé წარადგინა, რომელიც Land Rover SVO კონცეპტის დიზაინზე დაყრდნობით შეიქმნა. Adventum Coupé სტანდარტულ Range Rover-თან მხოლოდ ძრავის ხუფს, ფრთებს და საბარგულს იზიარებს.

Adventum Coupé-ს ძალოვანი აგრეგატი Land Rover-ის 5-ლიტრიანი 517 ცხენისძალიანი კომპრესორიანი V8 ძრავაა. ორკარიანი კუპეს ვერსიის შექმნის იდეა ძველ „რეინჯ როვერებს“ უკავშირდება, რომლის ორკარიან ვერსიას 1981 წლამდე უშვებდნენ.

ყველა Adventum Coupé უნიკალურია. ვან როის თქმით, „რეინჯ როვერის“ კუპე „ინტერიერის მასალების და ფერების ნებისმიერ კომბინაციას სთავაზობს, რადგან ყველა შეკვეთით იწყობა. მომხმარებლის სურვილისამებრ ძარა ორტონიანი საღებავით შეღებვაა და უნიკალური დიზაინის მქონე საწვავის ავზის ხუფების შექმნაც კი არის შესაძლებელი.“

კუპეს პირველი ვერსია წითელ ტყავში შეფუთული სალონით და ხელნაკეთი ხის იატაკით არის. უკანა დივანი ორი დამოუკიდებელი ელექტროსავარძლით ჩაანაცვლეს.

Adventum Coupé-ს ფასი 288 000$-დან იწყება. ავტომობილის აწყობას დაახლოებით 6 თვე სჭირდება. მომხმარებლის სასურველი სპეციფიკაციებიდან გამომდინარე ეს ვადა შეიძლება გაიზარდოს. აწყობის პროცესი იწყება მას შემდეგ, რაც მყიდველი $53 400 დეპოზიტს შეიტანს.

Niels van Roij Design-ის Adventum Coupé Land Rover SVO-ს კონცეპტის ყველაზე რეალური განსახიერებაა. დიზაინი, ხარისხი და ფასი ზუსტად ისეთია, როგორც Land Rover-ის წარმოებულ ვერსიას ექნებოდა. რომ არა კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, რომელმაც Land Rover SV Coupe-ს პროექტზე უარის თქმა და მასობრივი წარმოების ავტომობილებზე გადასვლა აიძულა, ბრიტანული ავტომწარმოებელი თავის კონცეპტს რეალობაში ლიმიტირებული სერიით გამოუშვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები