კანონები, ახალი კანონი, სიჩქარის ლიმიტი
Aa
Aa

სლოვაკეთი ტროტუარებზე სიჩქარის ლიმიტს აწესებს | ვინ ითვლება კანონდამრღვევად?

სლოვაკეთში მცხოვრებ ან სამოგზაუროდ მყოფ სწრაფად მოსიარულეებს შესაძლოა მომავალში პრობლემები შეექმნათ. ქვეყანა ახალ კანონს განიხილავს, რომლის თანახმადაც გარკვეულ ადგილებში ტროტუარებზე სიჩქარის ლიმიტი დაწესდება.

ოფიციალური განცხადების თანახმად, ქვეყნის ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში ტროტუარზე გადაადგილება 6 კილომეტრი საათით შეიზღუდება. სიჩქარის შეზღუდვა ყველა იმ ადამიანზე გავრცელდება, ვინც ურბანულ რაიონებში ტროტუარს იყენებს - მათ შორისაა, ველოსიპედისტები, მოციგურავეები და სკუტერების მოყვარულებიც კი.

ახალი წესდება ფეხით მოსიარულეების უსაფრთხოებისთვის შემუშავდა. თავდაპირველად, კანონმდებლობამ დაბნეულობა გამოიწვია, რადგან მოსახლეობის ნაწილი ფიქრობდა, რომ ის ტროტუარზე, ფეხით მოსიარულეთათვის იქნებოდა განკუთვნილი. თუმცა ადგილობრივი სამმართველოს უფროსმა მალევე განმარტება გააკეთა:

„მსურს განვმარტო, რომ გავრცელებული ხმები სიმართლეს არ შეესაბამება. წესდება სკეიტებით, სკუტერებით და სხვა ტიპის აღჭურვილობით მოძრავი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. მათ შორის 10 წლის მაღლა მყოფი ველოსიპედისტებისთვის. ეს წესები ამ ჯგუფზე იქნება ფოკუსირებული“.

ახალი კანონი ძალაში მომავალი წლის 1 იანვრიდან უნდა შევიდეს, თუმცა ჯერ უცნობია, თუ რა ტიპის ზომები იქნება მიღებული დამრღვევების წინააღმდეგ. საინტერესოა, რომ საშუალო სიჩქარე ფეხით მოსიარულეთათვის 4-დან 5 კმ/სთ-მდეა. თუმცა British Heart Foundation-ის თანახმად, კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში მყოფი პირებისთვის, ეს მაჩვენებელი 6.4 კმ/სთ-მდეც იზრდება, რაც სლოვაკეთში უკვე კანონდარღვევაა.

 

მსგავსი სიახლეები