სიახლეები, Toyota, ტოიოტა, რესტაილინგი
Aa
Aa

Toyota კონკრეტულ მოდელებს რესტაილინგს 9 წელიწადში ერთხელ გაუკეთებს

Toyota-მ გადაწყვიტა, შეცვალოს მიდგომა, რომლითაც ავტომობილებს წლებია აწარმოებს. ათწლეულების განმავლობაში, კომპანია შემდეგნაირად ოპერირებდა: საკვანძო მნიშვნელობის მოდელების რესტაილინგი ყოველ 4-5 წელიწადში ხდებოდა, ხოლო 2000-იან წლებში ეს ვადა 7 წლამდე გაიზარდა. ვერ ვიტყვით, რომ ეს პრინციპი არ მუშაობდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზით, ამიერიდან დიზაინის მნიშვნელოვან ცვლილებებს ტოიოტას მოდელები ყოველ 9 წელიწადში 1-ხელ დაექვემდებარებიან. 


იაპონური ავტომწარმოებლის განცხადებით, კორპუსისა და შასის ცვლილებების ნაცვლად, მომხმარებელს მნიშვნელოვან პროგრამულ განახლებებს შესთავაზებს. ასეთი რამ აქამდეც გვინახავს, მაგალითად, უახლესი Camry-ს შემთხვევაში, რომელიც რადიკალურად ახალ თაობაზე მეტად, დიდი განახლების შთაბეჭდილებას ტოვებდა. 

Nikkei-ს ცნობით, ახალი სტრატეგია Toyota-ს ელექტრომობილების პროექტის გაფართოების მიმართულებით მეტად მოქნილს გახდის. 

უფრო ხანგრძლივი ციკლები და მუდმივი მიწოდება

გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ტოიოტას მოთხოვნის დაკმაყოფილება უჭირს — მაგალითად, Land Cruiser-ის მოლოდინის დრო საკმაოდ დიდია. შესაბამისად, ვინაიდან მყიდველების რიგი ისედაც გრძელია, ხალხისათვის საყვარელი მოდელების რადიკალური გადაკეთების საჭიროება არ დგას. წარმოების ციკლის გახანგრძლივება მყიდველებს საშუალებას მისცემს, როცა ავტომობილის შეცვლის დრო დადგება, ის ფასის მნიშვნელოვანი ვარდნის გარეშე გაყიდონ. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, თქვენი Toyota მარტივად არ გაუფასურდება.


ახალი სტრატეგია შოკისმომგვრელი ნამდვილად არ არის, რადგან ბრენდი გაყიდვადი მოდელების გადაკეთებას არასდროს ჩქარობდა — მართლაც, 4Runner-ის რამდენ რადიკალურ ცვლილებას გაიხსენებდით?

აღნიშნულ მოდელს ხშირად ამერიკული ავტომწარმოებლებიც მიმართავენ — Stellantis ანალოგიურად იქცევა Dodge Charger-ისა და Chrysler Pacifica-ს შემთხვევაში. ასევე, Tesla-ს პლატფორმა არ შეუცვლია მას შემდეგ, რაც წარმოებაში პირველი Model S და Model X ჩაუშვა. შესაბამისად, თუ მანქანა კარგი იქნება, პროგრამული განახლებებიც საკმარისია…

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები