აუქციონი, ფორმულა 1, ნიკი ლაუდა, ბიემვი, ბიემვი ემ1
Aa
Aa

ნიკი ლაუდას ლეგენდარული BMW აუქციონზე იყიდება

ნიკი ლაუდას საგზაო ავტომობილი, BMW M1, რომელიც Formula 1-ის ლეგენდარულ პილოტს 1979 წელს, Procar Championship-ში გამარჯვების შემდეგ გადაეცა, აუქციონზე გასაყიდად გამოდის. გერმანულ მოდელს Mecum’s Kissimmee 2026 წლის იანვარში წარადგენს.

ეს მოდელი სპეციალურად Formula 1-ის ავსტრალიელი მრბოლელისთვის შეიქმნა და რამდენიმე საინტერესო დეტალიც აქვს. ხელით მოხატული ფერთა სქემის გარდა, ლაუდას BMW M1 სპეციალური, Procar-ის სტილის საჰაერო წინა სპოილერითაა აღჭურვილი და  BMW-ს არტ-მანქანების ვარსკვლავის, ვალტერ მაურერის ხელმოწერა აქვს დატანილი.

1979 წლის BMW M1 Procar ავტოსპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და საინტერესო სეზონი იყო. მან ერთმანეთს მსოფლიოს საუკეთესო მრბოლელები დაუპირისპირა, რომლებიც ზუსტად იდენტურ, MW M1 Procar-ებს მართავდნენ. ნიკი ჩემპიონატში სწრაფადვე დაწინაურდა და სამი რბოლაც მოიგო. საბოლოოდ გამარჯვება კი, მონცაზე დაისაკუთრა.

ნიკი ლაუდას BMW M1 1987 წელს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან იქნა იმპორტირებული. 2017 წელს კი კალიფორნიაში,  Hillsborough Concours d’Elegance-ზე გამოჩნდა. ავტომობილს სულ 20 000 კილომეტრზე მეტი აქვს დაფარული, თუმცა უცნობია თავად ლაუდა რამდენ ხანს ფლობდა M1-ს.

როგორც გითხარით, ნიკი ლაუდას BMW M1 აუქციონზე მომდევნო წლის იანვარში გამოჩნდება. მანამდე კი, ავტომობილის შესახებ თითქმის ყველა დეტალი უცნობი რჩება. მათ შორის მისი გასაყიდი ფასიც.

 

მსგავსი სიახლეები