გინესის მსოფლიო რეკორდი, Geely, ჩინური, Geely Galaxy V900, მინივენი
Aa
Aa

გინესის რეკორდი — რამდენი ადამიანი ჩაეტია ჩინურ მინივენში?

Geely-მ ჩინეთის სწარფად მზარდ საავტომობილო ბაზარზე ამჯერად მაღალტექნოლოგიური, მდიდრული მინივენი, Galaxy V900 წარადგინა. მოდელი ჩინურმა მწარმოებელმა გუანჭოუს ავტოშოუზე გამოაჩინა. 

მიუხედავად იმისა, რომ მიწოდება ჯერ არ დაწყებულა, მინივენი ყურადღების ცენტრში უკვე მოექცა — ამის მიზეზი გინესის მსოფლიო რეკორდია, რომელიც ჩინურმა მწარმოებელმა დაამყარა. სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, Geely-მ გადაწყვიტა, შეემოწმებინა, ჩატენიდა თუ არა ავტომობილში 42 გოგონას ჩატევას. 

რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, კომფორტულად არა, თუმცა რაღაცნაირად მოხერხდა და მოცეკვავეები მინივენში მოთავსდნენ — შესაბამისად, Geely Galaxy V900-ს გინესის რეკორდების წიგნში შევხვდებით. 

Galaxy V900 1.5-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი, ტურბოჩაბერვის მქონე ძრავითაა აღჭურვილი. მიხვდებოდით, რომ ზომები მაინცდამაინც სტანდარტული მინივენის არ არის... სიგრძეში 5.3 მეტრია, სიგანეში — 3 მეტრი, ხოლო სიმაღლე 2 მეტრს უტოლდება. 

ავტომობილის მდიდრული „ბუნების“ საჩვენებლად, Geely-მ როგორც წინ, ისე უკანა მხარეს ემბლემა 24-კარატიანი ოქროთი გააფორმა. მსურველებს შეეძლებათ, V900 ექვს ან რვა სავარძლიანი კონფიგურაციით შეიძინონ. ინტერიერში ვხვდებით 10.25-დუიმიან ინსტრუმენტების პანელს, 15.4-დუიმიან მულტიმედიის მონიტორს, Flyme Sound-ის აუდიო სისტემას, მობილურის უსადენო დამმუხტველებს, მაცივარსა და სხვა არაერთ საინტერესო საშუალებას. 

ახლა კი, იხილეთ გინესის რეკორდის ვიდეო:

მსგავსი სიახლეები