მერაბ დვალიშვილი, უცნაური
Aa
Aa

„ასეც ხდება, როდესაც ბევრს გირტყამენ“ | დვალიშვილს მანქანის პოვნაში გულშემატკივარი დაეხმარა

რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელიც UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა თავისი გულშემატკივრის ავტომობილიდან გაგვიზიარა. როგორც აღმოჩნდა, დვალიშვილმა ავტოსადგომზე საკუთარი მანქანა ვერ იპოვა და იქვე მყოფმა წყვილმა მას დახმარება შესთავაზა.

„გამარჯობა. რაულთან და კარლასთან ერთად ვარ, სადღაც აქ დავიკარგე. ახლა ჩემი მანქანა უნდა ვიპოვოთ. ასე ხდება, როდესაც ძალიან ბევრს გირტყამენ“, - ამბობს დვალიშვილი ვიდეოში და იმასაც ამატებს, რომ მანქანის დაკარგვა შესაძლოა ჩხუბის დროს ტვინზე მიღებული ძლიერი დაზიანების შედეგიც კი იყო.

ვიდეო თავდაპირველად Instagram-ის ერთ-ერთი გვერდზე გავრცელდა, თუმცა მოგვიანებით დვალიშვილთან გადაღებული ფოტო მისმა გულშემატკივარმაც გააზიარა. „მერაბი თავმდაბალი ბიჭია, ნაკლებს არაფერს ველოდი. ის ხალხის ჩემპიონია. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა“, - წერს რაული სოციალურ ქსელში.

როგორც რაულმა მოგვიანებით გაამხილა, UFC-ის მებრძოლი ავტოსადგომზე დაკარგულს ჰგავდა და მობილურში იყურებოდა. მაშინვე, როდესაც მიხვდა, რომ ეს პირი დვალიშვილი იყო, მასთან ფოტოს გადასაღებად მივიდა. შემდგომ კი მანქანის დაკარგვის შესახებაც გაიგო და დახმარება შესთავაზა. არაერთი უარის შემდეგ, დვალიშვილი შეთავაზებას დათანხმდა.

ავტომობილში ჩაჯდომის შემდეგ კი, გულშემატკივარს ვიდეოს გადაღება თავადვე შესთავაზა. როგორც რაული წერს, მერაბთან ვიდეოს გადაღების დროს, მაქსიმალურად ცდილობდა, აღელვება არ შეტყობოდა, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე გიჟური რამ გახლდათ, რაც შესაძლოა ცხოვრებაში თავს გადახდენოდა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები