საქართველო, მომსახურების სააგენტო, საბაჟო კოდექსი
Aa
Aa

ტრანზიტული ნომრის საფასური 640%-ით იზრდება - კიდევ რა სერვისებს აძვირებს მომსახურების სააგენტო?

მომსახურების სააგენტოს მიერ რეგულირებადი რიგი მომსახურებების საფასური მნიშვნელოვნად იზრდება. ცვლილებები შეეხება როგორც საქართველოში ტრანზიტულად გადაადგილებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გარე ტრანზიტული ნომრის გაცემას, ისე იმ უცხოელებისთვის სერვისებს, რომლებიც საქართველოში შეძენილ ავტომობილებს ექსპორტზე ან რეექსპორტზე გააქვთ. საკანონმდებლო ინიციატივა უკვე წარდგენილია და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.

ცვლილება საქართველოს საბაჟო კოდექსში შედის.

პროექტი არსებულ ტარიფებსა და მომსახურების მოცულობას შორის ბალანსის აღდგენას ისახავს მიზნად.

  • ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა 640% ტრანზიტული ნომრების გაცემას შეეხო. ტრანზიტული ნომრის გაცემის საფასური 370 ლარი იქნება, მოქმედი 50 ლარის ნაცვლად.
  • სააგენტოს სივრცეში ჩატარებული შემოწმება – 180 ლარი (მოქმედი 100 ლარის ნაცვლად)
  • სააგენტოს ტერიტორიის მიღმა ჩატარებული შემოწმება – 200 ლარი (130 ლარის ნაცვლად)
  • საბაჟო დეკლარაციის/აღრიცხვის მოწმობის შევსება და მონაცემების გადაგზავნა
    მომსახურების ახალი ტარიფი იქნება 200 ლარი, მოქმედი 130 ლარის ნაცვლად.

კანონპროექტი ასევე მოიცავს სერვისების ახალ კატეგორიებს:

  • ტრანზიტული ნომრის გაცემა ექსპორტზე/რეექსპორტზე გამსვლელ ტრანსპორტზე – 150 ლარი
  • ტრანზიტული ნომრის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი – 20 ლარი

პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ცვლილებები ადმინისტრაციული რესურსის ეფექტიან გამოყენებას და პროცედურების ოპტიმიზაციას ემსახურება.

განმარტებით ბარათში წერია, რომ საფასურის ზრდის აუცილებლობა განპირობებულია ბოლო წლების სტატისტიკით:

  • რეექსპორტი: 2023 წელს - 100,027 ერთეული; 2024 წელს - 101,449 ერთეული; 2025 წელს (არსებული მონაცემებით) - 99,136 ერთეული.
  • ექსპორტი: 2023 წელს - 16,182 ერთეული; 2024 წელს - 12,517 ერთეული; 2025 წელს (არსებული მონაცემებით) - 12,825 ერთეული.

 

მათი თქმით, ეს მონაცემები ასახავს ტრანზიტულად და ექსპორტ-რეექსპორტულად გადაადგილებული ავტომობილების დიდ ნაკადს, რამაც სააგენტოს დატვირთვა გაზარდა.

წყარო - BM.GE 

მსგავსი სიახლეები