კობრა, ჯითი სუპერსპორტი, ეისი კობრა ჯითი კუპე
Aa
Aa

Cobra-ს წარმოუდგენლად სასტიკი ევოლუცია | 2025 წლის AC GT SuperSport Prototype

AC Cars America-მ ლეგენდარული Cobra-ს წარმოუდგენლად სასტიკი და თან დახვეწილი ევოლუცია წარმოგვიდგინა. თქვენ წინაშე ექსკლუზიურად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის შექმნილი GT SuperSport Prototype-ია. ეს უიშვიათესი მოდელი ერთმანეთთან ბრიტანულ მემკვიდრეობასა და ამერიკულ ძლიერებას აერთიანებს, მხოლოდ 25 ერთეულით შემოიფარგლება და ღირებულებაც $550 000-ს აღწევს. მიწოდება 2027 წლისთვის დაიწყება.

კაპოტქვეშ Ford Coyote-ზე დაფუძნებული V8 ძრავა ძრავა იმალება, რომელიც მაქსიმალური შესაძლებლობებით 1 025 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს SuperSport-ს თანამედროვე ჰიპერქარების სათავეში აყენებს, მისი დიზაინი კი, AC Cobra-ს სილუეტს განასახიერებს. შედეგად, ავტომობილი კლასიკურ პროპორციებს ინარჩუნებს, თუმცა თანამედროვეობის „სიკეთეებზეც“ არ ამბობს უარს.

GT SuperSport-ი დნმ-ს ახალ AC Cobra GT Coupe-სთან იზიარებს - რევოლუციურ მოდელთან, რომელმაც პირველი სერიული Cobra coupe წარმოადგინა. ალუმინის მონოკოკურ შასზე დაფუძნებული და კარბონის კორპუსითაა აღჭურვილი პლატფორმა, სიმყარისა და მსუბუქი მოძრაობისთვისაა შექმნილი, ხოლო მისი წონა 1 450 კგ-ზე ნაკლებია.

ინტერიერში მფლობელებს გადამრთველები, ციფრული მანომეტრები და 10.25-დიუმიანი სენსორული ეკრანი დახვდებათ, თავისი საინფორმაციო-გასართობი სისტემით. ხოლო მექანიკური, ან 10-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, მართვის სიამოვნებას მძღოლებისთვის ერთი ორად ზრდის. ამას დამატებული ალუმინის ნაჭედი დისკოები, Öhlins-ის ინდივიდუალური საკიდარი და სარბოლო სპეციფიკაციების სამუხრუჭე სისტემა. მოდელი 0-დან 100-მდე სულ რაღაც 3.2 წმ-ში ჩქარდება.

მიუხედავად იმისა, რომ ის 1964 წლის AC A98 Le Mans-ის კუპეთია შთაგონებული, GT SuperSport-ი რეპლიკა არ გახლდათ. ეს თანამედროვე Cobra-ა, უხეში, დახვეწილი და გადატვირთული, ზუსტად ისეთი, როგორიც XXI საუკუნეს შეეფერება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები