Audi-ის შეშლილი ინჟინრების 5-ცილინდრიანი რეტრო RS3
თანამედროვე Audi შესაძლოა ელექტრომობილების ეპოქაშია გადასული, თუმცა თავის წარსულს ავტომწარმოებელი არც ახლა ივიწყებს. კომპანიამ ამჯერად პატივი ლეგენდარულ 5-ცილინდრიან ძრავას მიაგო, რომლის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად უნიკალური კონცეპტი, Audi GT50 წარგვიდგინა.
GT50 ერთ-ერთია იმ უნიკალური პროექტების სერიიდან, რომლებიც Audi-ს სასწავლო ცენტრის შეგირდების მიერაა შექმნილი. ესენი სწორედ ის შეშლილი მეცნიერები არიან, რომელთაც RS6 GTO-ის კონცეპტი (მოგვიანებით სერიული RS6 GTO), ელექტრო A2 და 236 ცხენის ძალის მქონე NSU Prinz EV ეკუთვნით.

რაც შეეხება Audi-ის ლეგენდარულ 5-ცილინდრიან ძრავას ის პირველად 1976 წელს Audi 100-ში გამოჩნდა. ეს უცნაური კონფიგურაცია ოთხცილინდრიანი სიმარტივით ექვსცილინდრიან გლუვ მუშაობას გვთავაზობდა. მომდევნო ათწლეულებში მან არაერთი გულშემატკივარი მოიპოვა. შემდგომ წლებში, მონსტრი ძრავა კი, ისეთ მოდელებში ვიხილეთ, როგორიც ქარხნული Quattro-ს საგზაო ვერსიაა, ასევე 90 Quattro IMSA GTO და 200 Quattro Trans-Am.
ხუთცილინდრიანი ძრავის გამოყენება, მოგვიანებით, სხვა ავტომწარმოებლებმა, მათ შორის BMW-მ, Ford-მა, Fiat-მა, Volvo-მ და VW-მ სცადეს, თუმცა გეგმებზე უარი მალევე თქვეს. Audi-მაც ეს ძრავა მხოლოდ RS3-ში დატოვა. ამ მოკრძალებული RS3-დან კი, შეგირდებმა შექმნეს ისეთი რამ, რაც დროში მოგზაურობის არარსებობას ეჭვქვეშ აყენებს. ეს კონცეპტი 1989 წლიდან გადმოტანილს ჰგავს.
View this post on Instagram
ამ GT50-ის კაპოტქვეშ 394 ცხენის ძალის 2.5-ლიტრიანი ტურბო ხუთცილინდრიანი ძრავაა შენარჩუნებული — როგორც, ამ თარიღსა და GT50-ის მემკვიდრეობაზე ორიენტირებული მოდელი. თუმცა, Audi-ს გულშემატკივრებმა იციან, რომ ძრავას, რიგი განახლებების შემდეგ, გამომუშავების 100 ცხენის ძალით გაზრდაც შეუძლია. ამას ემატება ექსტერიერის ძირითადი მახასიათებლები, მათ შორის ძველი სკოლის ცხაურიც კი, რომელიც წარსულთან კიდევ უფრო გვაახლოებს.
მომავალში შესაძლოა ეს ყველაფერი რადიკალურადაც შეიცვალოს. მოსალოდნელია, რომ Audi უფრო ექსტრემალურ RS3-ს გაუშვებს, რომელმაც არსებობს შანსი, რომ AMG A45-საც კი გადააჭარბოს და ყველაზე მძლავრი, ცხელი ჰეტჩბეკი გახდეს. თუმცა ამას დრო გვაჩვენებს.