მასლქარი, იბეი, პონტიაკი, პონტიაკი ჯითიო
Aa
Aa

ერთ-ერთი პირველი Pontiac GTO გასაყიდადაა გამოტანილი | თუმცა ის ფაქტობრივად ნადგურდება

საავტომობილო ისტორიის ნაწილი — ერთ-ერთი პირველი პირველი Pontiac GTO, რომელიც „მასლ-ქარის“ სახით  ვიხილეთ  — გასაყიდადაა გამოტანილი. თუმცა აქ არსებობს ერთი დიდი პრობლემა. ავტომობილი ფაქტობრივად ნადგურდება.

ეს ეპიკური „მასლქარი“ eBay გამოჩნდა და ის 1964 წლის GTO-ია. ერთ-ერთი პირველი, რომელიც Pontiac-ის ქარხნიდან გამოვიდა. თავდაპირველად ეს მოდელი Pontiac Le Mans-ის პაკეტი გახლდათ და სწორედ ეს ეგზემპლარი გვაქვს წარმოდგენილი აუქციონზე.

მაგრამ, როგორც სურათებიდან მარტივად შეატყობდით, ამ GTO-ს წარსულში უკეთესი დღეებიც ჰქონია. ავტომობილის კორპუსი წლების განმავლობაში განადგურდა, საღებავი გაცვეთილია და რაღაც ნაწილები, მათ შორის კარები, აკლია კიდეც.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტული ეგზემპლარის შესახებ მხოლოდ მცირე ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, ფოტოები იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ GTO წლები საწყობში ინახებოდა. თუმცა ამჟამინდელი მფლობელი ამტკიცებს, რომ ავტომობილის ჩარჩო „იდეალურ მდგომარეობაშია“, ხოლო კორპუსს „ლპობა ძალიან მცირედით აღენიშნება“.

ერთი შეხედვითაც, ავტომობილი საკმაოდ კარგადაა შემონახული. მიუხედავად იმისა, რომ მას ზოგიერთი ნაწილი აკლია, ბევრი მათგანი ყუთშია შენახული და მანქანას მოჰყვება. კაპოტის ქვეშ 6.4-ლიტრიანი V8 ძრავა იმალება, რომელიც ავტომატურ გადაცემათა კოლოფს უკავშირდება.

შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა იფიქროს კიდეც, რომ ეს „ჯართია“ და არავის არაფერში სჭირდება. თუმცა რეალურად, eBay-ზე გასაყიდად გამოტანილი GTO შესაფერისი ადამიანისთვის სწორი და იდეალური პროექტია. თავისი ისტორიული წარსულისა და სტატუსის გათვალისწინებით კი, 7 000 აშშ დოლარად, ამ Pontiac-ზე უარი შესაძლოა ბევრმა ავტომოყვარულმა არც თქვას.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები