ავტონომიური მანქანა, ელექტრომობილები, ჩინური, Kosmera, CES Automotive
Aa
Aa

CES Automotive-ზე ელექტრომობილების ახალი ბრენდი, Kosmera, გამოჩნდება

მალე ახალი წელი მოდის — ბავშვები არდადეგებს ელოდებიან, მოზრდილები რამდენიმედღიან დასვენებას (და დალევას...), აი, ავტომოყვარულები კი CES Automotive-ს. როგორც წესი, აქ ახალი საავტომობილო ტექნოლოგიების შესახებ უფრო ვიგებთ ხოლმე, თუმცა წელს კიდევ უფრო დიდი სიახლეებია — CES-ზე ახალი საავტომობილო ბრენდი, Kosmera, გამოჩნდება.

დეტალები გასაიდუმლოებულია, თუმცა ცნობილია, რომ ბრენდის საერთაშორისო დებიუტი სწორედ ავტოშოუზე გაიმართება. Kosmera „ავტომობილის მართვის ფუნდამენტურად განსხვავებულ მიდგომებს“ გვპირდება, ანუ იმას, რასაც აქამდეც, მეტ-ნაკლები წარმატებით, არაერთი ბრენდი შეგვპირდა. ცნობილია ისიც, რომ ავტომწარმოებლის მთავარი მიზანი ავტონომიური და მაღალტექნოლოგიური მანქანების შექმნა იქნება. 

Kosmera ხმამაღალი განცხადებების გაკეთებასაც არ ერიდება — ანონსიდან ვიგებთ, რომ ეს „უბრალოდ ავტომწარმოებელი არ არის, არამედ ბრენდია, რომელიც აკავშირებს ადამიანებს ცხოვრებისეულ სცენარებთან და ციფრულ სერვისებთან“ — კი, ჩვენთვისაც უცნაური აღწერაა...

რთული სათქმელია, რას უნდა ველოდოთ, თუმცა კომპანიამ საკმაოდ საინტერესო ფოტო-ანონსი გამოაქვეყნა. თიზერზე საკმაოდ მოხდენილი სპორტქარის სილუეტი ჩანს, რომელიც ფორმებით Porsche 718 Cayman-ს მოგვაგონებს. არაერთი ავტომოყვარული ვარაუდობს, რომ ამ ჩრდილების მიღმა 4-კარიანი სპორტული სედანი იმალება. 

ალბათ, გაინტერესებთ, სადაური ავტომწარმოებელია Kosmera. რა თქმა უნდა, ცნობისმოყვარე ავტომოყვარულებმა ესეც გამოიძიეს და ბრენდის სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის დოკუმენტი მოიპოვეს. აღნიშნულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კოსმერა Xing Chen Future Automotive Technology Co Ltd.-მა დაარეგისტრირა. ჰო, ბევრს ჩვენც არაფერს გვეუბნება, თუმცა დანამდვილებით იმის თქმა მაინც შეიძლება, რომ მარკა ჩინურია...

დეტალებას მომავალ თვეში გავიგებთ — Kosmera-ს დებიუტი 6 იანვარს გაიმართება.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები