საბედნიეროდ, Toyota GR-ის ეს რეკლამა იქამდე აიკრძალა, „სანამ ვინმე გაიმეორებდა“
იაპონური ავტომწარმოებელი Toyota, ავსტრალიაში, კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. ამჯერად, ამის მიზეზად GR Yaris-ის, ავტომწარმოებლის „ცხელი ჰეჩბეკის“ რეკლამა იქცა. ადგილობრივი მმართველობის განცხადებით, Toyota-ს ახალი რგოლი ავსტრალიის საავტომობილო რეკლამირების კოდექსს არღვევს.
რეკლამაში GR Yaris-ი შორეულ, უკაცრიელ გარემოშია გადაღებული. მძღოლი, რომელსაც რალის ჩაფხუტი აფარია და სარბოლო აღჭურვილობა აცვია, მანქანით ორ გორაკს შორის არსებულ სივრცეს „აფრინდება“. აქ კი წარმოსახვითი საკვები ობიექტიდან, სახელწოდებით Up'n Down Burgers-ი, შეკვეთასაც იღებს.

სანამ შეკვეთა მზადდება, GR Yaris-ის მძღოლი მაღალი სიჩქარით მართავს ავტომობილს, შემდგომ შემაღლებული ბორცვიდან მეორე მხარს გადადის და კვლავ, იმავე ენთუზიაზმით აგრძელებს ავტომობილის მართვას. ამის შემდგომ, სარეკლამო რგოლში, Toyota-ს შესრულებით კიდევ რამდენიმე ტრიუკს ვხედავთ — მათ შორის, პორტისკენ, სადაც წვიმიან ზედაპირზე საკმარის მოჭიდებას უზრუნველყოფს და ამ მოგზაურობას GR Yaris-ი GR86-ისა და GR Corolla-ს გვერდით ასრულებს.
შესაძლოა გაგიჩნდეთ შეკითხვა, რა ჩათვალა ავსტრალიის მთავრობამ ამ სარეკლამო რგოლში სახიფათოდ? — კერძოდ, ეს ვიდეო ავტომობილების მრეწველობის ფედერალური პალატის (FCAI) კოდექსის დარღვევად იქნა მიჩნეული. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივ გზებზე მსგავსი ტიპის მართვის შემთხვევაში, ის თითქმის დანამდვილებით დაარღვევდა კანონებს ავსტრალიის ნებისმიერ შტატში ან ტერიტორიაზე.
ავსტრალიის მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა Toyota. იაპონური ავტომწარმოებლის განცხადებით, GR-ის ხაზს ნამდვილი საავტომობილო სპორტის ისტორია აქვს. რეკლამა „ფანტასტიკური და არარეალური“ რალის სტილის მართვის გასამეორებლადაა შექმნილი, რომელსაც პროფესიონალები დახურულ გზებზე, სპეციალური ავტომობილებით ასრულებენ.
Toyota-ს განცხადებით, ეს არ ყოფილა გათვლილი რეალურ სამყაროში გასამეორებლად და უბრალოდ დემონსტრირებაა იმის, თუ რა შეუძლია ქმედით მძღოლს კონტროლირებად პირობებში გააკეთოს. მიუხედავად ამისა, მარეგულირებლებმა შესაბამის მედიასააგენტოებს რეკლამის ეთერიდან ამოღება უკვე დაევალა.