რეკორდი, კოენიგსეგი, ზინგერი, კოენიგსეგი ჯეკო, ზინგერი 21სი
Aa
Aa

ამ მცირე ზომის ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Koenigsegg-ს რეკორდი ჩამოართვა

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, კალიფორნიაში მდებარე ცნობილ სარბოლო ტრეკზე, Laguna Seca-ზე რეკორდისთვის, ერთმანეთს ორად ორი ავტომწარმოებელი უპირისპირდება — Koenigsegg-ი და Czinger-ი. ამჯერად კი, ეს რეკორდი შედარებით მცირე ზომის ამერიკულმა ავტომწარმოებელმა, Czinger-მა დაისაკუთრა.

ეს კონკრეტული საგა 2021 წლის ივლისში დაიწყო. მაშინ, როდესაც Czinger-მა თავისი ჯერ კიდევ არასრული წარმოების 21C-ით, 1:25.44-იანი შედეგი დააფიქსირა და ავტოინდუსტრია შოკში ჩააგდო. მაშინ, Czinger-მა ეს რეკორდი McLaren Senna-ს ჩამოართვა.

თუმცა 2024 წლის აგვისტოში, მონტერეის ავტომობილების კვირეულის დროს, Koenigsegg Jesko-მ კონკურენტს 1:24.86-იანი წრით უპასუხა. სულ რაღაც რამდენიმე დღეში, Czinger-ი კალიფორნიის ტრეკზე დაბრუნდა და დრო 1:24.75-მდე შეამცირა.

წელს, Czinger-მა, თავისი 21C-ით, მსოფლიო შემოიარა და ხუთი წრის რეკორდიც დაამყარა, მათ შორის ერთი Laguna Seca-ზე, სადაც მან 1:24.39 დააფიქსირა. თუმცა Koenigsegg-მა უკან არც ამჯერად დაიხია და ახალი რეკორდით, 1:24.16-ით კიდევ ერთხელ უპასუხა.

არ გაგიკვირდებათ და სიტუაცია კვლავ შეიცვალა. Czinger-მა 21C-ის დახმარებით, ლიდერობა დაიბრუნა და თან, ბევრად შთამბეჭდავი შედეგითაც. ახალი წრის რეკორდი 1:22.30-ია და ეს თითქმის ორი სრული წამით სწრაფია, ვიდრე Koenigsegg.

თან საინტერესოა ისიც, რომ ჩვენ ჰიპერქარების ისეთ ისტორიულ მწარმოებლებზეც არ ვსაუბრობთ, როგორებიც Lamborghini და Ferrari-ია. როგორც Koenigsegg-ი, ასევე, Czinger-იც ამ სფეროში შედარებით ახალი მოთამაშეები არიან, მაგრამ ეს მათ შედეგებზე ნამდვილად არ აისახება. მაგრამ ისინი ვითარდებიან, შედარებით უხმაუროდაც კი და რეკორდებსაც რეკორდებზე ხსნიან.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები