ქურდობა, Hyundai, Hyundai Sonata, Hyundai Elantra, ჰიუნდაი, კია
Aa
Aa

რომელ ავტომობილებს იპარავენ აშშ-ში ყველაზე ხშირად? | სტატისტიკა

რამდენიმეწლიანი ზრდის შემდეგ, 2025 წელს აშშ-ში ავტომობილების ქურდობის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი სტატისტიკა კლებადია, მაინც შემორჩა ადგილები, სადაც მძღოლები თავს მშვიდად ვერ იგრძნობენ — განსაკუთრებით კი კონკრეტული მოდელების მფლობელები.

NICB-ის ცნობით, 2025 წლის პირველ 6 თვეში აშშ-ში 334 114 ავტომობილი მოიპარეს, ეს გასული წლის 435 754-თან შედარებით, 23%-იანი ვარდნაა. როგორც ჩანს, დანაშაულის რიცხვი თანდათან პრეპანდემიურ პერიოდს უბრუნდება.

კლების შესაძლო მიზეზი

აღნიშნული დანაშაულის რიცხვმა პიკს 2023 წელს მიაღწია, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, კოვიდ-19 პანდემიის მიერ შექმნილი რთული სოციალური ფონი იყო — ამან ავტომობილების ქურდობა მიმზიდველ და მარტივ „საქმიანობად“ აქცია. NICB-ის ცნობით, კლების მიზეზი გამოსწორებული ეკონომიკური გარემოს გარდა, შესაძლოა სამართალდამცავების, სადაზღვეო კომპანიებისა და ავტომწარმოებლების ერთობლივი მუშაობაც გახდა. 

თუ ეს ტემპი წლის ბოლომდე შენარჩუნდება, 2025 კლების ზედიზედ მეორე წელი იქნება, რაც არსებულ მძიმე ვითარებას მეტ-ნაკლებად დაასტაბილურებს. 

ვითარება, ბუნებრივია, განსხვავებულია შტატების მიხედვით. მაგალითად, პუერტო რიკო კლების მიხედვით ლიდერია და აქ წელს 43%-ით ნაკლები ავტომობილი მოიპარეს. მას ახლოს მოჰყვება ვაშინგტონის შტატიც — 42%-იანი კლებით. ჯამურად, დანაშაულის ამ ტიპის შემცირება 49 შტატში დაფიქსირდა — ერთადერთი გამონაკლისი ალასკაა, სადაც პირიქით, ავტომობილების ქურდობის რიცხვი 26%-ით გაიზარდა. 

ამერიკის ყველაზე „მოპარვადი“ ავტომობილები

არ ვიცი, რამდენად მოულოდნელი იქნება ეს ფაქტი, თუმცა აშშ-ის ყველაზე მოპარვადი ავტომობილი ამერიკული სულაც არ არის — მეტიც, ადგილობრივი წარმოების მოდელი ვიცე-ყველაზე მოპარვადი ავტომობილიც კი არ არის. პოდიუმზე პირველ ორ ადგილს ორი Hyundai იკავებს.


პირველ ადგილზე Elantra-ა, რომელიც 2025 წლის პირველ ნახევარში 11 320-ჯერ მოიპარეს. მეორე ადგილზე 9154-იანი მაჩვენებლით კი Sonata-ს შევხვდებით. ქურდებს შორის პოპულარობით სარგებლობენ Kia-ს მოდელებიც, რადგან ისინი (და არც ჰიუნდაის აღნიშნული მოდელებიც) გატაცების საწინააღმდეგო იმობილიზატორით არ არიან აღჭურვილი. 

ათეულში ვხვდებით Honda Acord-ს, Chevrolet Silverado 1500-ს, Honda Civic-ს, Kia Optima-ს, Ford F-150-ს, Toyota Camry-ს, Honda CR-V-სა და Kia Soul-ს. 

საქართველოში აღნიშნული სტატისტიკა მარტივად ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა „სეკრეტები“, ალბათ, მაინც არ დაგჭირდებათ. 

მსგავსი სიახლეები