Nissan, SUV, Nissan Pathfinder, ნისანი, რესტაილინგი
Aa
Aa

Nissan-მა განახლებული Pathfinder წარადგინა | რა შეიცვალა

Nissan-მა გასულ თვეში Pathfainder-ის რესტაილინგი წარადგინა, ამჯერად კი მისი ფასიც გახადა ცნობილი — საშუალოდ, საბაზისო კომპლექტაციის ფასი 37 500$ იქნება. ეს გასული წლის მოდელთან შედარებით 1100-დოლარიანი მატებაა. 

დიზაინი იმდენად რადიკალურად არ არის შეცვლილი, რომ მოდელი, რომელიც სადილეროებში 2026 წლის დასაწყისში გამოჩნდება, ვერ იცნოთ. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, წინა მხარე საკმაოდ შეცვლილია. ახალ მოდელს უფრო გამოკვეთილი რადიატორის ცხაურა და ბამპერის განსხვავებული საფარი აქვს. შეიცვალა ბამპერის ქვედა მხარეც და უფრო ჰაეროვანი ფორმები მიიღო.  


სხვა ექსტერიერში ბევრი არაფერი შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ემბლემები განსხვავებული მასალითაა დამზადებული და განახლდა ავტომობილის ფერების შესაძლო ვარიანტები (დაემატა Baltic Teal). ძალიან მცირე ცვლილებები შეინიშნება უკანა ბამპერზეც.

რაც შეეხება ინტერიერს, აქ განახლებულ ხელსაწყოთა პანელსა და 12.3-დუიმიან საინფორმაციო-გასართობი სისტემის მონიტორს ვხვდებით, რომელიც 8 და 9-დუიმიან ეკრანებს შეცვლის. ტექნოლოგია თავსებადია როგორც Android Auto, ისე Apple CarPlay სისტემებთან. სხვა, საბაზისო კომპლექტაციის ინტერიერში განსხავებული მხოლოდ ის არის, რომ მონიტორის ქვეშ წარწერა Pathfinder-ს იხილავთ.

შედარებით მეტი ცვლილება ინტერიერში, ცხადია, უკეთეს კომპლექტაციებშია ხელმისაწვდომი. მაგალითად, SL და Platinum კომპლექტაციებში მოთავსებულია სმარტფონის უსადენო დამმუხტველი, ისევე როგორც Front Wide View და Invisible Hood View კამერის სისტემები. Platinum-ს გარდა ინტერიერის ცვლილებებისა, ექნება 20-დუიმიანი დისკებიც. თუ პანორამული სახურავი, საჭის გათბობა და საბარგულში 12-ვოლტიანი დენის წყარო გსურთ, მაშინ Pathfinder Rock Creek 4WD-ის Premium პაკეტის ყიდვა მოგიწევთ (თუმცა 47 000$ წინასწარ გაამზადეთ). 

რაც შეეხება სიმძლავრეს, ის ტრადიციულია — 3.5-ლიტრიანი V6 ძრავა, რომელიც 284 ცხ.ძ-სა და 351 ნიუტონს გამოიმუშავებს, რაც 9-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით წინა თვლებს გადაეცემა. გამონაკლისი მხოლოდ Rock Creek ვერსიაა, რომელიც სრულად ამძრავია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები