კრიშტიანუ რონალდუ Fast and Furious-ში? | „ფორსაჟის“ მსახიობების გამოხმაურება
ამ კვირაში, სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილებოდა ერთი თემა, ან უფრო მეტად ჭორი — პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს „ფორსაჟის“ შემდგომ ნაწილში მონაწილეობის შესახებ. ხმები კი მას შემდეგ გავრცელდა, რაც მთავარი როლის შემსრულებელმა, ვინ დიზელმა, Instagram-ზე რონალდუსთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, მოგვიანებით კი, იგივე ტაირის გიბსონმა გააკეთა, თან მანამ საკმაოდ დამაინტრიგებელი წარწერით.

„ყველა მეკითხებოდა, იქნებოდა თუ არა ის „ფორსაჟის“ მითოლოგიაში... უნდა გითხრათ, რომ ის ნამდვილია. მისთვის როლიც გვაქვს“, - ვკითხულობთ, ვინ დიზელის გამოქვეყნებულ პოსტში. მაგრამ ამ პოსტის გამოქვეყნებიდან მალევე, ბევრმა შენიშნა, რომ რონალდუ ფოტოზე ცვილის ქანდაკებას უფრო ჰგავს, ვიდრე ნამდვილ ადამიანს. ამის მიუხედავადაც, ფაქტს ჭორების სწრაფი გავრცელებისთვის ხელი არ შეუშლია.
შემდეგი კი, როგორც გითხარით ტაირის გიბსონი იყო. ფოტოზე ვინ დიზელი და 2Fast 2Furious-ის სხვა მსახიობებიც ჩანან. აქვეა, კიდევ ერთი საკმაოდ აბსურდული წარწერა: „კეთილი იყოს შენი მობრძანება ოჯახში“. ამ შემთხვევაშიც, ხალხის აზრი ორად გაიყო — არის თუ არა ფოტო ხელოვნური ინტელექტით შექმნილი.
რეალურად, ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, ფოტოები რეალურია თუ არა, ან ვიხილავთ თუ არა რონალდუს „ფორსაჟის“ ახალ ნაწილში. გამორიცხული არც ესაა, რადგან წარსულში ფილმებში არაერთი ფეხბურთელის შესრულებული როლი გვახსოვს.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს მხოლოდ პიარკამპანიის ნაწილი იყოს, რომელიც ფილმის გამოშვებას გვახსენებს. ან უბრალოდ მსახიობები ცდილობენ პროდიუსერები დაარწმუნონ, რომ რონალდუს ეპიზოდური როლის შესასრულებლად დიდი ოდენობის თანხა გადაუხადონ.