საქართველო, თოვლი, გადაადგილებაზე შეზღუდვები, საერთაშორისო მნიშვნელობის გზა
Aa
Aa

თოვის და ლიპყინულის გამო, საქართველოში, საავტომობილო გზების ნაწილზე მოძრაობა შეზღუდულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოში, საავტომობილო გზების ნაწილზე მოძრაობა შეზღუდულია. მათ შორის, თოვისა და ლიპყინულის გამო, დროებით, ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა შეზღუდულია, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე. 

მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 მონაკვეთზე (გუდაური(ფოსტა)-კობი). ცნობისთვის, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სხვა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. 

ამასთან ერთად, თოვლისა და ლიპყინულის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (კორშა-შატილი) მონაკვეთზე. ამ შემთხვევაში, საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (ჟინვალი-კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი 

მსგავსი სიახლეები