რუსეთი, ჩინეთი, ტესლა, საიბერთრაქი, უცნაური, ტესლა საიბერთრაქი
Aa
Aa

რუსები დასავლური ავტომობილების კოპირებას განაგრძობენ | ახალი მსხვერპლი Cybertruck-ია

ეს Tesla-ს ხაზის უახლესი მოდელი არ გახლავთ. უფრო მეტიც, ავტომობილი, რომელიც Cybertruck-ს წააგავს, ამერიკული წარმოებისაც კი არაა და ვის, თუ არა რუსების მიერაა კოპირებული. ეს უცნაური ფურგონი რუსეთის თოვლიან გზებზე შენიშნეს და ყურადღება მან სწორედ Tesla-ს ელექტროპიკაპთან მსგავსების გამო მიიპყრო.

რუსების მიერ კოპირებული ვერსიაც Cybertruck-ის მსგავსად ღია პანელებითაა მოპირკეთებული, თუმცა უცნობია თუ რა სახის ლითონია გამოყენებული. ამის მიუხედავადაც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის Tesla-ს ცნობილ მყარ უჟანგავ ფოლადს შეესაბამებოდეს. 

ვიზუალური მსგავსება ლითონის პანელებით არ შემოიფარგლება. წინა მხარეს თითქმის ყველაფერი იდენტური სტილისაა  — LED მაშუქებით დაწყებული, მკვეთრად დახრილი საქარე მინით დასრულებული. უკანა მხარეს კი, ფურგონის მსგავსად, შედარებით გაგრძელებულია და ასაწევი კარით სრულდება.

Tesla-ს კოპირებული ვერსიის შესახებ ტექნიკური დეტალები ხელმისაწვდომი არაა. თუმცა როგორც ჩანს, ეს მოდელი ჩინური ავტომწარმოებლის, Weiqiao New Energy-ის V90-ს ელექტრომობილზე დაფუძნდა, რაც Cybertruck-თან მიმსგავსების საშუალებასაც იძლეოდა. რეალურად, სტანდარტული V90-ის დიზაინიც კი, დიდწილად ამერიკულ ელექტროპიკაპთან მიმსგავსებულია.

საქმე იმაშია, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რასაც დასავლური ავტომწარმოებლების მიერ რუსეთის ბაზრიდან მასობრივი გასვლა მოჰყვა, მათ ადგილს ჩინური კომპანიები ავსებენ. შედეგად, ახლა რუსეთში ახალი ავტომობილების გაყიდვების დიდ ნაწილს ჩინური ბრენდები იკავებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს Cyber-ი უფრო ინდივიდუალური ნამუშევარია, ის ფაქტიც, რომ მისი ჩინური ბაზა Tesla-ს დიზაინის მნიშვნელოვან ელემენტებს იყენებს, ბევრ რამეზე მეტყველებს.

 

მსგავსი სიახლეები