სამი უნიკალური 2020 Porsche Taycan ლეგენდარული დიზაინით
Porsche-ს ელექტრონული სპორტული სედანი ისტორიულ #23 Salzburg Red, #23 Pink Pig, და #59 Brumos-Porsche-ს ფერებში შეიღება.
„პორშემ“ ისტორიული სპორტული დიზაინის მქონე სამი ავტომობილი 2020 წლის Taycan-ი Amelia Island Concours d'Elegance -ზე წარადგინა.
ეს დიზაინები გახლავთ: #23 Salzburg Red, #23 Pink Pig და #59 Brumos-Porsche
Taycan-ი „პორშეს“ პირველი სპორტული ელექტრომობილის, რომელიც 0-დან 100-მდე 2,4 წამში ჩქარდება. ეს ავტომობილი კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა. ამ დიზაინით კი გერმანული ავტომწარმოებელი ავტომობილის სპორტულობას და „პორშეს“ ავტოპორტის სარბოლო ისტორიას ხაზს უსვამს.
ახალი Porsche Taycan-ი ყველას გემოვნებას ვერ აკმაყოფილებს, ბევრი აღფრთოვანებულია, ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ასე თუ ისე, ერთი რამ არის გასათვალისწინებელი - ის ძალიან სერიოზული ავტომობილია.


„პორშემ“ ლე მანის 24-საათიან რბოლაში გამარჯვება პირველად 1970 წელს Salzburg Red 917-ით მოიპოვა. წითელი და თეთრი ფერების შეხამება ავსტრიული დროშის აღსანიშნად იყო დატანილი. 23-ე ნომრის მქონე 917-მა, ჰანს ჰერმანის და რიჩარდ ატვუდის დამსახურებით, ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა. 2020 წლის „ტაიკანზე“ 917-ის ანალოგიური საღებავი აქვს. ერთადერთი, რაც დიზაინს აკლია, Shell-ის სპონსორობის ლოგოტიპებია.


მომდევნო 1971 წელს, „პორშეს“ ლე მანში პირველი გამარჯვების შემდეგ, 917 აეროდინამიკულად გააუმჯობესეს და გააგანიერეს, რაც დიზაინერს ვარდისფრად შეღებვის და ღორის ხორცის ამონაჭრების სახელების დაწერის იდეა მისცა და მას Pink Pig დაარქვეს. „ტაიკანზე“ ეს ლეგენდარული დიზაინი ყველა დეტალში გადაიტანეს. Pink Pig Taycan-ს ბევრად უფრო უხდება, თან ამ Mission E დისკებით.


ამერიკული Brumos Motorsport-ის გუნდი დეიტონას გამძლეობის რბოლებში დომინირებდა. 1950-იანებსა და ’60-იანებში Brumos Porsche-ს ბოლიდები ყვითელი და ნარინჯისფერი საღებავით სხვა მონაწილეებისგან გამოირჩეოდა. თეთრი, ლურჯი და წითელი დიზაინი, რომელსაც ახალი „ტაიკანი“ ეღირსა, მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც გუნდის სახელი Brumos Racing-ზე შეიცვალა.