სუბარუ, ვეერიქსი, სუბარუ იმპრეზა, სპორტქარი
Aa
Aa

გაყიდვების ვარდნის შემდეგ, Subaru-მ WRX-ის საბაზისო კომპლექტაცია დააბრუნა

Subaru-ს ბიუჯეტური სპორტქარების მოყვარულებისთვის კარგი ამბები აქვს — 2026 წლიდან WRX-ის საბაზისო კომპლექტაცია დაბრუნდება. ეს ნიშნავს, რომ მყიდველებს ახალი WRX-ის შეძენა 33 690$-ად შეეძლებათ — 5230$-ით უფრო იაფად, ვიდრე 2025 წლის WRX Premium-ის შემთხვევაში უწევდათ. სადილეროებში ახალი WRX რამდენიმე თვეში გამოჩნდება. 

იაპონური ავტომწარმოებლის მოდელი ახლა არათუ უფრო იაფია, არამედ საბაზისო კომპლექტაცია უფრო მეტ ფუნქციასაც მოიცავს, მაგალითად სტარტ-სტოპ სისტემას, სპორტულ დაკიდებასა და საბურავის წნევის მონიტორინგის სისტემას. სხვა, თითქმის ყველაფერი WRX-ში აქამდეც გვინახავს — ორზონიანი კლიმატკონტროლი, უკანა ხედვის კამერა, ტყავის საფარის მქონე საჭე, LED მაშუქები და ა.შ.

ამ წლის მოდელში სიახლე WRX Series.Yellow იქნება, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გამოვა და სტანდარტულზე ძვირი (47 190$) იქნება. ამ ვერსიას ყვითელი ექსტერიერი, 19-დუიმიანი, შავი დისკები და შავი ემბლემები ექნება. რაც შეეხება ინტერიერს, მოდელის სავარძლები შავი ფერის იქნება და ყვითელი ნაკერები დაამშვენებს. 

WRX Series.Yellow პერფორმანსისა და დაკიდების კუთხით WRX tS-ის ანალოგიური იქნება, რომელიც შეზღუდულ მოდელზე სულ რაღაც 685$-ით იაფია. tS ელექტრონულად კონტროლირებადი ამორტიზატორებით, Brembo-ს მუხრუჭებითა და Recaro-ს წინა სავარძლებითაა აღჭურვილი. ავტომობილს სტანდარტულად მოყვება Bridgestone Potenza S007 საბურავებიც. 

2026 წლის თითოეული WRX-ის კაპოტის ქვეშ 2.4-ლიტრიანი ოპოზიტური ძრავა დაგხვდებათ, რომელიც 271 ცხენისძალას გამოიმუშავებს. 6-სიჩქარიანი, მექანიკური გადაცემათა კოლოფი ასევე სტანდარტია. 

Subaru-ს გაყიდვების ჩავარდნა

რაც შეეხება ხსენებულ პრობლემებს, 2025 წელს WRX-ის გაყიდვები 41.2%-ით დაეცა, რაც ძირითადად ფასის გაზრდას დაბრალდა — ეს კი საბაზისო კომპლექტაციის წარმოებიდან ამოღების შედეგი იყო. გასულ წელს იაპონურმა ავტომწარმოებელმა მხოლოდ 10930 WRX-ის გაყიდვა შეძლო. 

კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება პრიორიტეტის უფრო პოპულარული და მომგებიანი Forester-ისთვის მინიჭებით ახსნა. შექმნილი „გაუგებრობის“ მოსაგვარებლად, Subaru-მ აშშ-ში Forester-ის წარმოების გაფართოება გააფართოვა, რითაც იაპონიაში მდებარე ქარხანაში WRX-ის წარმოებისთვის სივრცეც გამოთავისუფლდა — ახლა ავტომწარმოებელს WRX-ის საბაზისო კომპლექტაციის თავისუფლად წარმოება შეუძლია, შესაბამისად, სადარდებელი არაფერია... 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები