ბიემვი, მერსედესი, ტესლა, ფორდი, ტოიოტა, აუდი, ლენდ როვერი, ბმვ
Aa
Aa

რა მარკის ავტომობილებს ყიდულობენ „ულტრამდიდრები“? | სტატისტიკა

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს, როგორც წესი, ძვირადღირებული ავტომობილების კოლექციაც აქვთ. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ყოველდღიური მართვისთვის არჩევანს შედარებით ხელმისაწვდომ ავტომობილებზე აკეთებენ, საკუთარ კოლექციას კი ავტოფარეხში, ინვესტიციად ინახავენ.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია ის, თუ რამდენად განსხვავდება მათი გემოვნება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. S&P Global Mobility-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ონლაინპლატფორმა Visual Capitalist-ის მიერ წარმოდგენილი კვლევა ამის ნათელი მაგალითია. რეიტინგი იმ საავტომობილო ბრენდებს აერთიანებს, რომლებიც აშშ-ში მცხოვრებ ულტრამდიდრებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მეთოდოლოგია: ანალიზისთვის S&P Global Mobility-მ აშშ-ის აღწერიდან მიღებული საშემოსავლო მონაცემები ავტომობილების რეგისტრაციისა და ლოიალობის მაჩვენებლებს შეადარა. „ულტრამდიდარ“ ფენად კი ის ოჯახები განისაზღვრა, რომელთა წლიური შემოსავალი $500 000-ს აჭარბებს.

სწორედ აქ იკვეთება ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი: როგორც აღმოჩნდა, ამერიკელ მილიარდერებს შორის ყველაზე პოპულარული ამერიკული მწარმოებლის, Tesla-ს ელექტრომობილებია. 2025 წლის მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ბაზარზე Tesla-ს წილი 19.3%-ია.

შედეგად დადგინდა, რომ ამერიკელ ულტრამდიდრებს შორის 19%-ზე მეტი არჩევანს Tesla-ს სასარგებლოდ აკეთებს. ეს წილი ახალი ავტომობილების რეგისტრაციაში მართლაც შთამბეჭდავია. საინტერესოა ისიც, რომ ამ კვლევის თანახმად, მდიდარი ამერიკელები ელექტრომობილების შეძენისკენ 17.5%-ით უფრო მეტად არიან მიდრეკილნი, ვიდრე საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები. ეს შესაძლოა ხსნიდეს იმ ფაქტსაც, რომ რეიტინგში მე-10 ადგილზე, 3.4%-იანი წილით, შედარებით ახალი ბრენდი — Rivian-იც გვხვდება.

ამერიკის მდიდარ ფენაში პოპულარობას ისეთი „მეინსტრიმული“ ბრენდებიც ინარჩუნებენ, როგორებიცაა Toyota და Ford. მათ მიმართ ინტერესი მწარმოებლების რეპუტაციითა და მოდელების საიმედოობით აიხსნება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მათი შენახვა შედარებით იაფი ჯდება, ავტომობილები კი საკმაოდ გამძლეა.

რაც შეეხება Tesla-ს, მისი პოპულარობა ძირითადად მაღალტექნოლოგიურობითა და ეკომეგობრულობით აიხსნება, რაც განსაკუთრებით მიმზიდველია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ინოვაციებსა და მდგრად განვითარებას ანიჭებენ უპირატესობას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები