GM-ი V8-სთან გამომშვიდობებას ჯერ არ აპირებს და ახალი თაობის ძრავას უშვებს
რამდენიმე წლის წინ ისე მოჩანდა, თითქოს V8 ძრავის დღეები დათვლილი იყო — გამონაბოლქვის შემცირებისკენ მიმართულმა რეგულაციებმა ავტომწარმოებლებს აიძულა, უფრო მცირზე ზომის, ტურბოჩაბერვის მქონე ძრავები ეწარმოებინათ, რამაც კლასიკური 8-ცილინდრიანი ძრავა თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა...
მიუხედავად ამისა, GM არ აპირებს, დათმოს ტექნოლოგია, რომელიც საავტომობილო ინდუსტრიაზე გასული ათწლეულის განმავლობაში დომინირებდა და ქმნის ახალი თაობის V8-ს რომელსაც Chevrolet, GMC და Cadillac გამოიყენებენ.
სად ააწყობენ ახალ ძრავებს?
დეტროიტულმა გიგანტმა უკვე დაადასტურა, რომ მისი ახალი მცირე ზომის V8-ის წარმოება მიჩიგანსა და ნიუ-იორკის შტატებში დაიწყება და სამომავლოდ, შეერთებული შტატების საზღვრებსაც გაცდება. კერძოდ, გაფართოვდება წარმოება კანადაში, ონტარიოში მდებარე ქარხანაში და იქაც მე-6 თაობის V8 აიწყობა. 
GM-ის ცნობით, კომპანიამ ბოლო 5 წელიწადში კანადაში მიმდინარე ოპერაციებზე 2.6 მილიარდი კანადური დოლარი დახარჯა (დაახლოებით, 1.9 მილიარდი აშშ დოლარი). ამ ხარჯში შედის ის 280 მილიონი დოლარიც, რომლითაც ახალი თაობის სრულგაბარიტიანი პიკაპების წარმოება წახალისდება — იმ პიკაპების, რომლებიც ხსენებული V8 ძრავით აღიჭურვებიან.
ოფიციალური დეტალების შესახებ ინფორმაციას, ჯერჯერობით, არ ვფლობთ, თუმცა გავრცელებული ცნობებით, ახალ ძრავას LS6 ერქმევა და რამდენიმე ვარიანტის სახით იქნება ხელმისაწვდომი — 5.7-ლიტრიანი და 6.6-ლიტრიანი კომბინაციებით. ჭორის დონეზე ვარაუდობენ იმასაც, რომ ააწყობენ 6.7-ლიტრიან ფლაგმანსაც, რომელსაც ალუმინის ცილინდრების ბლოკი.
View this post on Instagram
ცხადია ეს V8 მხოლოდ სატვირთოებისა და SUV-ებისთვის არ იქმნება. GM მათ დამატებას Corvette-ის ხაზშიც განიხილავს. მიმდინარე თვის დასაწყისში პაპარაცებმა მოდელი ყოველგვარი კამუფლაჟის გარეშე დააფიქსირეს და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ახალი V8 ამ სპორტქარს მხოლოდ დაამშვენებს.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ რა სიმძლავრეს გამოიმუშავებს ახალი თაობის V8, თუმცა ვარაუდობენ, რომ 6.7-ლიტრიან ძრავას, საშუალოდ, 550 ცხ.ძ-ის გამომუშავება შეეძლება.