ავტოექსპორტი, ბიუაიდი, გრეით ვოლ მოტორი, ჩინური, ბივაიდი
Aa
Aa

ჩინური ავტომწარმოებლები საზღვარგარეთ უფრო მეტ მანქანას ყიდიან, ვიდრე ჩინეთში

ჩინეთის ელექტრომობილების ადგილობრივ ბაზარზე არსებული „ციებ-ცხელება“, ცოტა არ იყოს, ჩაცხრა — შესაბამისად, ადგილობრივი ბრენდები საზღვარგარეთ გაყიდვებზე კონცენტრაციას ცდილობენ. თებერვალში BYD-მა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ექსპორტზე 100 600 ავტომობილი გაიტანა — ეს კომპანიის თვიური გაყიდვების 53% იყო. ბრენდის არცთუ ხანგრძლივ ხანგრძლივ ისტორიაში პირველად, ექსპორტმა ადგილობრივ გაყიდვებს გადააჭარბა.

ეს ცვლილება შემთხვევითი არ არის — საფასო ომები, ტექნოლოგიური სიახლოვე ბრენდებს შორის და ქვეყნის შიგნით მომხმარებლის პრეფერენციების ცვლილებამ ავტომწარმოებლები დააფიქრა, საიდან შეიძლება სამომავლოდ უფრო დიდი ზრდის მიღება.

ანალოგიური სიტუაციაა Geat Wall Motor-შიც (GWM). თებერვალში გაყიდული 72 600 ავტომობილიდან საზღვარგარეთ 42 600 გავიდა. აქამდე ჩინეთის გიგანტური საშინაო ბაზარი ინდუსტრიის პროდუქტის უდიდეს ნაწილს ითვისებდა, თუმცა ეს ბალანსი მუდმივად ვერ შენარჩუნდება.  

უცხო ჩინური ავტომწარმოებლებისთვის ექსპორტიც არ არის — South China Morning Post-ის ცნობით, 2025 წელს ჩინურმა ბრენდებმა საზღვარგარეთ 2.6 მილიონზე მეტი მანქანა გაიტანეს, ეს კი 2024 წლის მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია. ზრდის მასშტაბი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ჩინურ ბრენდებს გამართული მიწოდების ჯაჭვები აქვთ, რაც მათ აძლევს საშუალებას, ყოველწლიურად წარმოების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდონ. ამავდროულად, ელექტრომობილების ბაზარზე მათი მოდელების ფასები „აგრესიულად“ მცირეა და დასავლური ავტომწარმოებლებისთვის ეს დიდი თავისტკივილია. ექსპორტზე ყურადღების გადატანას პოლიტიკური ფაქტორიც განაპირობებს — მთავრობის მიერ მომავალმა შეღავათებმა, როგორც აშშ-ში, ჩინეთშიც იკლო. 

ჩინური ექსპორტისთვის ყველაზე მიმზიდველი სივრცეები ამჟამად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, სამხრეთ ამერიკა და ახლო აღმოსავლეთია. მაგალითად, სულ რამდენიმე წელიწადში ტაილანდის ბაზარზე ჩინური ავტომობილები გაბატონდნენ — ასეთ ბაზრებზე სავაჭრო ბარიერები ნაკლებია და მომხმარებელიც უპირატესობას უფრო იაფ მანქანებს ანიჭებს. 

მიუხედავად ამისა, ექსპორტზე მასშტაბურ გადართვას თავისი რისკებიც ახლავს — ევროპასთან სავაჭრო დაძაბულობის პირობებში, ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებმა ტარიფები გაზარდეს და სავაჭრო ბარიერები გაამკაცრეს, რაც გრძელ ვადაში დაგეგმვას, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები